სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჰ საჴ

საცნაურ-ი

  1.  
    1. – νοερός – გონიერი, შეცნობადი – პეტრე და პავლე მისვე ბუნებისანი არიან და ზოგადი აქუს ზიარებაჲ, რამეთუ თითოეული მათი არს ცხოველ, სიტყჳერ და მოკუდავ და თითოეული ჴორც არს სულიერი, სულ სიტყჳერ და საცნაურ (დამასკ., გარდ., ეფრ., 56); ჩუენ ყოველთავე კაცთა არსებასა სულისაგან სიტყჳერისა და საცნაურისა და ნივთთა ურთიერთას შემოკრებისა, რომელ არიან ჴორცნი, ყოვლადბრძნისა დამბადებელისა მიერ შემტკიცებაჲ ჰხუდომიეს (ანასტ. სინ., არს., I 168-170); ვინაჲცა არა ხოლო საცნაურთა და სიტყჳერთა და სულიერთა შეეტყუების ესე კანონი განსაზღვრებათაჲ, არამედ ყოველთა უსულოთა და უგრძნობელთა და უძრავთა ბუნებათა (ანასტ. სინ., არს., II, 200-203);

    2. მაცხოვრის ბუნების შესახებ – ხოლო კაცობრივად ნებად გულისჴმა-ვჰყოფთ კუალად მისთჳს მნებებელობითსა, საცნაურისა სულისა ძალსა, ხატებად და მსგავსებად ღმრთისა (ანასტ. სინ., არს., I 86-87); სამი გუამი სრული და საცნაური, განყოფილი რიცხჳთა და გუამითა და თჳთებითა, გარნა არა ღმრთეებითა (თტე., მრწ., თეოფ., 1, Jer. 23, 339v); იგივე და ერთი ღმერთი არს სრული და კაცი სრული ორთა ბუნებათაგან – ღმერთეებისა და კაცებისათა და ორითა ბუნებითა საცნაურითა (დამასკ., გარდ., ეფრ., 35);

    3. საცნაური არსებები, ძალები – νοεραί οὐσίαι – ხოლო უნივთოთა მათთჳს და საცნაურთა არსებათა სიწმიდის შუენიერებით ზეშთააღმატებულებასა მათსა ვითარცა ზეშთასოფლისად აღვიარებთ (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.4); რამეთუ თითოეული საცნაური არსებაჲ მინიჭებულსა მას მისდა ღმრთისა მიერსა ერთ-სახეობითსა ცნობასა წინა-აღრჩევითითა ძალითა განჰყოფს და განამრავლებს უდარესთა მათ მიმართ მიცემითა უწულილესისა და ძალისაებრისა ნაწილისაჲთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.3); და მისსა მიმართ სურის ყოველთა, საცნაურთა უკუე და სიტყჳერთა მეცნიერებით, ხოლო უდარესთა მათსა გრძნობითად და სხუათა ცხოველობისა აღძრვითად, გინა არსებითად, ანუ წესისა მათისა მარჯუეობითად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); და ამისვე ყოველთა მიზეზისაგან არიან საცნაურნი და მცნობელნი (νοηταί καὶ νοεραί) არსებანი ღმრთის სახეთა ანგელოზთანი და ბუნებანი სულთანი და ყოვლისა სოფლისანი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8); სხჳთა სახითა გულისჴმა-იყოფებიან საცნაურთა მათთჳს, რაოდენნი რაჲ სხუებრ განყოფილ არიან გრძნობადთა ამათდა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.4);
    საცნაური თუალი – νοερὸς ὀφθαλμός ὁ – საცნაურთა მათ თუალთა მათთა განსწმედს ზედამდებარისაგან მათდა უმეცრებისა არმურისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.5); ამას აქებს და სამსახურებელსა მას და საცნაურსა ხედვასა საცნაურითა თუალითა განიცდის (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.12); ცხად არს, ვითარმედ საცნაურითა თუალითა და გულისჴმისსაყოფელთა მიმწდომელითა ძალითა სულისაჲთა (ეკლსტ., გელ., 157. II);
    საცნაური სახედველი – νοερὰ ὄψις ἡ – სახიერების სახეობით მარადის საცნაურთა მათ სახედველთა ზედა განფენილ არს საღმრთოჲ ნათელი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.3); და საცნაურნი სახედველნი ჩუენნი ერთობითითა და მიუაჩრდილებელითა ნათლითა აღავსენ! (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.2);
    საცნაური მოქმედება – νοερὰ ἐνέργεια ἡ – ხოლო შენ, ჵ საყუარელო ტიმოთე, საიდუმლოთა ხედვათა მოსწრაფებითითა წურთითა გრძნობადნიცა დაუტევენ და საცნაურიცა მოქმედებანი (არეოპ., საიდ., ეფრ., 1.1); შემდგომად ყოვლისავე ჩუენ მიერისა ღმრთის სახეთა მოგონებისა დავაცხრობთ ჩუენთა საცნაურთა მოქმედებათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4);
    საცნაური ძალი – νοερὰ δύναμις ἡ – შემსგავსებულად ვინმე თქუას საცნაურთაცა ძალთა ჩუენთაჲ უდარესთა სურვილისა მიმართ უხრწნელად მყოფთაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.4);
  2.  
    1. გონებით (და არა გრძნობით) საჭვრეტი, მისაწვდომი, შესამეცნებელი – და ყოველნივე ზოგად გრძნობადნი და საცნაურნი და ყოველნივე არსნი და არა არსნი (არეოპ., საიდ., ეფრ., 1.1); რამეთუ საცნაურთა, ანგელოზთა ვიტყჳ და სულთა და ეშმაკთა, თჳთმფლობელობით აქუს აღრჩევაჲ კეთილად წარმატებისათჳს (დამასკ., გარდ., ეფრ., 37); რაჲთა ჩუენ აღმიყვანნეს გრძნობადთაგან საცნაურთა მიმართ და მღდელთ-საქმისა სახეთა თითო-სახეობისაგან მარტივთა მათ ზეცისა მღდელთ-მთავრობათა მწუერვალობისა მიმართ (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3); რამეთუ ვითარცა მიუწდომელ და უხილავ არიან გრძნობადთადა საცნაურნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1);

    2. მაცხოვრის ბუნება – აწ უკუე უკუეთუ ესევითარი შემზადებაჲ აქუს გუამსა კაცობრივსა, განვიხილოთ და ესევითარისავე ქონებაჲ ვპოვოთ საცნაურისაცა და საღმრთოჲსა შემზადებისა და გუამისა ქრისტესისაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს., II,23);

    3. საცნაური ადგილი – გონისეული ადგილი – ხოლო არს საცნაურიცა ადგილი, რომელსა შინა გულისჴმა-იყოფების და არს საცნაური და უჴორცოჲ ბუნებაჲ (დამასკ., გარდ., ეფრ., 65);

    საცნაური ნათელი – νοητὸν φῶς τό – რამეთუ საღმრთოთა კაცთა ყოვლად წმიდაჲ იგი შარავანდედი ვითარცა ნათესავთა საცნაურისა ნათლისათა სიწმიდით და უსაშუვლოდ გამოუბრწყინდების (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.2);
    საცნაური საზრდელი – νοητή τροφὴ ἡ – საზრდელად საცნაურად იჴუმევენ საცნაურებისა მათისა მიმართ შემავალთა საღმრთოჲთა მიმღებელობითა სულნელთა განყოფათაგან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.4);
    საცნაური ცხორება – νοητὴ ζωή ἡ – და ამათ მიერ გრძნობადად გამოუწერს მათ და სახილველად წარმოუდგენს იესუ ქრისტესა, ვითარ-იგი შეჰგავს საცნაურსა ცხორებასა ჩუენსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.13);
    საცნაური ხედვა – νοητὴ θεωρία ἡ – და შუენიერნი იგი საცნაურნი ხედვანი იესუჲს განმანათლებელისანი ვიხილნეთ ელვარედ გამომაბრწყინვებელნი ნეტარსა მას საჩინოებითსა სახეთ-დასაბამსა სიკეთესა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.2); ამას აქებს და სამსახურებელსა მას და საცნაურსა ხედვასა საცნაურითა თუალითა (ἐν νοεροῖς ὀφθαλμοῖς) განიცდის (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.12);νοητὸν θέαμα τό – შუებულ ჰყოფენ უკუე ყოვლად წმიდათაცა ნეტართა და საცნაურთა ხედვათა მიერ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.3); ხოლო აწ... უსაკუთრესთა სახეთა ვიჴუმევთ საღმრთოდ და კუალად მათგან მარტივსა და შეერთებულსა საცნაურთა ხედვათა ჭეშმარიტებასა მივხედავთ ძალისაებრ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); ხოლო საცნაური რაჲ იგი მისი ნათელთ-მოცემაჲ (τῆς νοητῆς φωτοδοσίας) უვნებელსა და უნივთოსა გონებასა შევიწყნაროთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); რაჲ ამათდა მიმართ ხედვითა მივიწინეთ აღჴსნასა საცნაურთა ღმრთის სახელთასა (τῶν νοητῶν θεωνμιῶν) (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.8); რამეთუ ღმერთ-მთავარი სული ზეშთა ყოვლისა საცნაურისა უნივთოებისა (νοητὴν ἀϋλιαν) და განმრთობისა ზეშთადამყარებულ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); თჳთმხილველობითი იგი მისი საცნაურთა სიტყუათა (νοητῶν λογίων); ხედვაჲ და თანა-განმხილველობითი იგი მოძღურებაჲ მათი მოხუცებულებრისა ძალისა მოქენე არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 3.2); ამათ სახიერების განფენათა მისთა მიერ დაებადნეს ყოველნი საცნაურნი და მცნობელნი არსებანი (αἱ νοηταὶ καὶ νοεραὶ πᾶσαι καὶ οὐσίαι) და ძალნი და მოქმედებანი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.1);
  3. Gk. νοούμενος
     
    ეგრეთ შეუძლებელ და ღონისუძიებელ არს ჴორციელთაგან თჳნიერ ჴორციელთაჲსა ყოვლითურთ ყოფაჲ საცნაურთა თანა (ნაზ., ჰომ., 28,12, ტბელ.,); ღმრთად უკუჱ ვიცნობ ჭეშმარიტად თითოეულსა სამთაგანსა, თავით თჳსით საცნაურად და სახელდებულად (თტე., მრწ., თეოფ., 4, Jer. 23, 340რ);
  4. Gk. γνωστός
    გასაგები
     
    არცა ყოველი უცნაურ არს, არცა ყოველი საცნაურ (დამასკ., გარდ., ეფრ., 34)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9