- და მე მომეცინ ღმერთმან ღმრთივ შუენიერად გალობაჲ უწოდებელისა და საჴელ-უდებელისა ღმრთეებისა სახიერებისმოქმედსა სახელთ-სიმრავლესა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.8); – ἀγαθουργός – ესრეთ ჰპოო სახიერებისმოქმედთა მათ მიერ განფენათა ღმერთ-მთავრობითისა წყალობისათა საჩინოებით და ქების-მეტყუელებით განმრავლებაჲ სახელის-დებათა ღმრთისათაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); უგალობენ საყოველთაოჲთა ქების-მეტყუელებითა სახიერებისმოქმედსა და კეთილთ-მომცემელსა დასაბამსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.7); არცა სხუასა რას წარმოვიტყჳთ, რაოდენსა ღმრთის-მეტყუელებაჲ მოგუცემს სახიერებისმოქმედთა ანგელოზთათჳს (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.1); – ἀγαθοποιός – ნამდჳლვე სახიერისა და ზეშთასახიერისა ქრისტეს სახიერებისმოქმედთა შარავანდედთა მყუდროებით მომადლებითა თჳთ საღმრთოჲსა მის მიერ სახიერების მოქმედებისა მისისა განვნათლდეთ (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.1)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.