სიმბოლურ-ალეგორიული განმარტება, მისტიკური ეგზეგეზა; ალეგორია
- თანა-შემზომელად ერთ-კერძოთა მათ დასთა შეწყობილებითსა სახისმეტყუელებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.2); რამეთუ ნუუკუე და არცაღამცა ჩუენ ძიებად უღონოებისაგან და სახისმეტყუელებად ზედა-მიწევნითისა გამოძიებისაგან მოსრულ ვიყვენით (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.5); – ἀναγωγικῶς – არა თუ სახისმეტყუელებით დაბურვილ იყოს წმიდებითა მით კრეტ-საბმელებითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.2); – ἀναλογία ἡ – თუ რაჲმე არს გარეშე სიბრძნე და მის ძლით იგი მრიცხუველობაჲ, ანუ შობათმეტყუელებისა, ანუ რიცხუთა სახისმეტყუჱლებისა... (ეკლსტ., გელ., 208. I); – ἀλληγορία ἡ – ხოლო ჩუენ და ეკლესიისაგანთა მიმართცა რაჲ-მე გუაქუს სიტყუაჲ განშორებულთა მათთჳს წყალთა, რომელნი-იგი მიზეზითა იგავთაჲთა და უმაღლესთა გულისჴმის-ყოფათაჲთა სახისმეტყუელებასა შეევედრნეს (ბას., ექუს., გ. ათ., 38, 18-23); ვიხილე შჯული სახისმეტყუელებისაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 103,28); – συμβολικός – რაოდენი-რაჲ თქუმულ არს ღმრთისათჳს ჴორციელად, ყოველივე სახისმეტყუელებით თქუმულ არს (დამასკ., გარდ., ეფრ., 62); – τροπολογία ἡ – ტროპოლოგია – უხილავთა ბუნებათა მიმართ აღიყვანა სახისმეტყველებაჲ მისი (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., IV, 9); იგავთა რათმე და სახისმეტყუელებათა მიერ რეცა პატიოსანი რაჲმე გულისჴმის-ყოფაჲ თჳსისაგან გონებისა ჴელ-ყვეს შემოღებად წერილთა ზედა (ბას., ექუს., გ. ათ., 104, 25-26)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.