სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სენ სერ სეხ

სერაბიმ-ი // სერაბინ-ი // სერაფიმ-ი

Gk. Σεραφίμ ὁ
ზეციური იერარქიის (ზეცათა მღდელთმთავრობის) ცხრა დასიდან პირველი სამეულის (საყდარნი, ქერუბინნი, სერაფიმნი) წევრი, ღრმერთთან უშუალოდ ახლომყოფი
 
პირველ ყოფად უკუე იტყჳს მარადის გარემო ღმრთისა მყოფთა და უმახლობელესთა მისთა და პირველ სხუათასა უსაშუვლოდ შეერთებულად მისსა მოცემულთა ჩუენდა სიტყჳსა მიერ, რამეთუ წმიდათა მათ საყდართა და თუალმრავალთა და ფრთემრავალთა დასსა, ქერობინ და სერაფიმ წოდებულთა ენისა მიერ ებრაელთაჲსა, ყოველთა ზეშთამყოფად მომცემს ჩუენ წმიდათა სიტყუათა საჩინოებაჲ უსაშუვლოჲსა მისთჳს მახლობელად ღმრთისა დამყარებულობისა (არეოპ., ზეც., 6.2 ეფრ.) ზეშთა ჩუენისა იგი წმიდათა არსებათაჲ რაბამ რაჲმე ზეშთააღმატებული სერაბინთა დასი ათორმეტობითა ფრთეთაჲთა მოესწავების გარემოჲს იესუჲსსა დგომად და დამყარებულად (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.5); სიტყუანი იგი ებრაელთა ჴმისანი განჩინებითსა სახელისდებასა უწოდენ წმიდათა მათ სერაფიმთა არსებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.9); რამეთუ წმიდისათჳს სერაფიმთა სახელისა იტყჳან მეცნიერნი ებრაულისანი, ვითარმედ ანუ დამწუველად გამოითარგმანების გინა განმაჴურვებელად (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.1); თჳთ უზენაესთა მათ სერაბინთასა სახელისაგან გამოაჩინებს დამწუველ და მოტყინარე ყოფასა და განუკუთნებს მათ თჳთებასა და მოქმედებასა ცეცხლისასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.2); საღმრთონი იგი სერაფიმნი დამწუველად და განმაჴურვებელად სახელ-დებულ არიან ღმრთის-მეტყუელებისა მიერ საჩინოებითითა არსებითთა მათ გუართა მათთა სახელებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.10); თანა-მოსახელეობით სეხნა სერაბიმთა უწოდენ შემწუველობისათჳს მაშინ თქუმულთა მათ ცოდვათა მოსპობისაჲსა და განწმედილისა მის მორჩილებისა მიმართ ღმრთისა აღტყინებისათჳს (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.2); ვინაჲცა ცეცხლებრივი თჳთებაჲ განმწმედელობისაჲ სამართლად შემდგომად ღმრთისა სერაბინსა მიაჩემა სიტყუამან (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); ყოვლისავე უმბრწყინვალოჲსა ბნელ-მყოფელობისა განმჴდელობით და უჩინო მყოფელობით განცხადებულად მოესწავების სახელისაგან სერაფიმთაჲსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.1); ამის მიზეზისათჳს სახელ-ედებოდა ზეცისა ძალ ყოველთა მათ საღმრთოთა გონებათა, ხოლო სერაფიმ და საყდარ და უფლება – არასადა (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.1); ხოლო დასასრულისასა მას დასსა ზეცისა გონებათასა არა აქუს სიტყუაჲ მთავრობად ანუ საყდრად გინა სერაფიმად სახელის-დებისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 5)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9