სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიტ სიფ სიქ სიღ სიყ სიც სიძ სიწ სიხ სიჴ

სიდიდე

  1. Gk. μέγεθος τό
    ღვთაებრივი, საღმრთო სიდიდე
     
    დიდად უკუე იგალობების ღმერთი ღმრთივსულიერთა სიტყუათა შინა, რომელნი-იგი სიდიდესა და ნიავ-წულილსა შინა გამოაჩინებენ სიმცირესა საღმრთოსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.1); ესე სიდიდე განუზომელცა არს და ურავდენო და ურიცხუ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.2); თჳსისა ღმრთეებისა სიდიდითა მაგრილობელ ექმნა მას (სამონო ხატს) (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r); ხოლო სიდიდე დიდადშუჱნიერებისა მისისაჲ – ანგელოზებრთა ჴმათაგან შეისწავების (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r); ვინაჲთგან თანად ორთაგანვე არს ერთი: სიმდაბლეცა კაცებისაჲ და სიდიდეცა ღმრთეებისაჲ (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r); ეგრეთვე კაცი სიდიდითა საღმრთოჲსა პატივისაჲთა არა განილია (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r);
  2. მატერიალური, ნივთიერი სიდიდე
     
    რაოდენობისაჲ რომელიმე არს სიდიდე, ხოლო რომელიმე სიმრავლე და სიდიდე ვიდრემე განიზომების, ხოლო სიმრავლე აღირიცხუვის (დამასკ., დიალ., არს. 36,22) // (დამასკ., დიალ., ეფრ. 36,22); ქუეყანისმზომელობაჲ [ჰსჭურეტს] სიდიდეთა და ნაკუეთთა (ამონ., ტარიჭ., 14,14); სიდიდეჲ – μέγεθος τό – მყოფნი განსაზღვრებულ არიან სიმრავლითაცა და სიდიდითა (τοῖς μεγέθεσι) (პრ., კავშ., პეტრ., 198; 118.22); ყოველსა სულისა ეტლსა, თანშებუნებებულსა სამარადისოდ, ერთი და იგივე ნაკუეთი და სიდიდე აქუს (პრ., კავშ., პეტრ., 210; 125.26-27); უკუეთუ მიუდრეკელისა მიზეზისა მიერ აქუს არსებაჲ, საცნაურ უკუე, რომელ ნაკუეთიცა და სიდიდე მისი მიზეზისა მიერ თჳსისა განსაზღვრებულ იყოს (პრ., კავშ., პეტრ., 210; 125.29-31);κατὰ μέγεθος – ყოველი რაოდენვე განწვალებადი ანუ მებრ სიმრავლითა, ანუ მებრ სიდიდითა, ანუ მოქმედებათაებრ იყოს განწვალებადი და ჟამსა შორის გებადი (პრ., კავშ., პეტრ., 171; 102.30-32)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9