სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიტ სიფ სიქ სიღ სიყ სიც სიძ სიწ სიხ სიჴ

სინანულ-ი

Gk. μετάνοια ἡ
 
სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ (თტე., მსჯ. 27, გელ., A 1108, 198r); კაცი უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა მიემთხჳა სინანულსა (დამასკ., გარდ., არს., 76); თჳსთა ცოდვათა ზედა მტირალთა და აღსარებისა და სინანულისა მიერ შენდობისა მათისა მეძიებელთა (ეკლსტ., გელ., 185. II); რაჲთა, უკუეთუ ცოდა, აღიაროს, და სინანულისა მიერ მიიღოს მიტევებაჲ (თტე., რიცხ. 10, გელ., A 1108, 42v); და სინანულისა მიერ ბიწთა აღმჴოცელობისა (თტე., რიცხ. 11, გელ., A 1108, 44r); კათაკუმეველთა და შფოთიანთა და სინანულისა ქუეშე მყოფთა წმიდაჲ იგი მღდელთ-მთავრობისა ბრძანებაჲ უტევებს უკუე სმენად ფსალმუნთა მღდელ-მეტყუელებისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.6);μεταμέλεια ἡ – რაჟამს განმწურთელმან მცირედი სინანული იხილო, წარხედავ ნაცოდვებთა (თტე., მიქ., გელ., 7.18, K 1, 409v); ხოლო ჩუენ, სინანულითა ნაცოდვებთა ბიწისა განმთხეველთა, [გუეყავნ] გამოცდილებასა ვიდრემე არარაჲს სატკივარისასა მოღებაჲ (თტე., ამოს., გელ., 9.15, S 417, 115v); ნუ ღმრთისა ქადებათაგან წიწნეული ერი და სინანულისა მჴუმეველი კერპთა მსახურებისაგან განდგეს (თტე., ამოს., გელ., 7.10 S 417, 112r); ყოველთა ნიჭთა-შორის საკუთარ კაცისა არს, უფროჲს ყოვლისა სიტყჳერისა აგებულისა, სინანულისა მიერ განყრად მიზეზსა პირველთა ცთომათასა, ამეთუ მხოლოდ კაცსა მიენიჭა ესე ყოვლადვე და სამარადისოდ ჟამთა შორის სოფლისა ამის ცხორებისათა, ხოლო შემდგომად სიკუდილისა – არღარა. ესრეთ უკუე ვიეთმე და ანგელოზთაჲცა ეგულების შემდგომად დაცემისა არღა მიმთხუევად სინანულისა მიერ შენდობასა, რამეთუ სიკუდილ ამათდა არს დაცემაჲ (ნემეს., პეტრ., 1; 16.27-29–17.1-4); უწყებულ იყავნ ამათ ზემოთქუმულთაგან მათდა, რაოდენნი სინანულსა არა შეიწყნარებენ, რჩეულსა ნიჭსა და საკუთარსა კაცისასა, რომელ წყალობათა ღმრთისათა გარეშესწერენ (აქ: უარყოფენ) (ნემეს., პეტრ., 1; 17.8-10)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9