სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიტ სიფ სიქ სიღ სიყ სიც სიძ სიწ სიხ სიჴ

სირა-ჲ

  1. Gk. σειρά ἡ
    ლოგიკ.
    გვარ-სახეობრივი დამოკიდებულების ჯაჭვი, რიგი, მწკრივი, „სერია“
     
    მიიღებს არსებასა და თხზავს ესევითარსა სირასა, ვითარმედ: არსებისაჲ რომელიმე არს სხეულ, ხოლო რომელიმე – უსხეულო; და სხეულისაჲ – რომელიმე სულიერ და რომელიმე – უსულო; და სულიერისაჲ – რომელიმე ცხოველ და რომელიმე – ნერგ და რომელიმე – ცხოველნერგ; და ცხოველისაჲ – რომელიმე სიტყჳერ და რომელიმე – უსიტყუ; და სიტყჳერისაჲ – რომელიმე ანგელოზ, რომელიმე კაც და რომელიმე – ეშმაკ (ამონ., ტარიჭ., 55,23)
  2. Gk. σειρά ἡ
    ჰენდ. ნათხზი სირაჲსაჲ
    ჯაჭვი, რიგი, მწკრივი
    ნეოპლატ. პროკლეს ტერმინის ტრანსლიტერაცია: არსის ნეოპლატონური სტრუქტურის, იერარქიული რიგის აღმნიშვნელი ტექნიკური ტერმინი; არსის სტრუქტურაში ერთი გვარის, გვარეობის რიგი, მწკრივი (შდრ. „ვტნი“: დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა)
     
    ყოველი თითოეულსა სირასა შორის დასაბამებრივი მიზეზი ყოვლისა თჳს-ქუეშესა სირასა თან მისცემს თჳსისა თჳთებისგან (პრ., კავშ., პეტრ., 97; 59.15-17); ყოველი განმრავლებაჲ სირაჲსაჲ უმსგავსოობისა მიერ არს (პრ., კავშ., პეტრ., 97; 60. 3-4); ყოველთა თითოეულსა სირასა შორის დაწესებულთა პირველნი და თჳსისა მხოლოჲსადა შეერთებულნი შემძლებელ არიან ზიარებად ზესთმდებარესა მათდა სირასა შორის მახლობელად დამყარებულთა რაბამობისა მიერ, ხოლო უსრულთა და უკუანაჲსკნელთა თჳსისა დასაბამისგან არა აქუს სიმარჯუე, ვითარ პირველთა ზიარებად მხოლოჲსადმი (პრ., კავშ., პეტრ., 110; 67.31-32–1-4); თითოეულსა შორის სირასა უპირველესნი და თჳსდა მხოლოთადა შეყოფილნი შემძლებელ არიან ზიარებად დაზესთაებულსა მათდა უმახლობელესსა წესსა, ხოლო განშორებულნი დასაბამობითისა მხოლოჲსგან ვერ უძლებენ ახებად მათდა (პრ., კავშ., პეტრ., 181; 109.11-14); ყოველი სირაჲ ყოველთაჲ ერთისადმი, უზიარებელისა დასაბამისა, აღცისკრდების (პრ., კავშ., პეტრ., 100; 62,2-3); თუ თითოეულსა სირასა იგივე და ერთი ევნო, რამეთუ არს თითოეულისა სირაჲსა პირველი და მთავარი მათ შორის მიზეზი იგივეობისაჲ, რამეთუ ვითარ მყოფნი ყოველნი ერთის გამო, ესრეთვე-და ყოველნი სირანი ერთისა გამო [არიან] (პრ., კავშ., პეტრ., 100; 62,5-8); თითოეულსა შორის სირასა პირველი და უზიარებელი თჳსისა თჳთებისგან ყოველთა თჳსქუეშეთა და თჳსისა სირაჲსგანთა თანმისცემს (პრ., კავშ., პეტრ., 102; 63. 24-26); ყოველსა თითოეულსა წესსა შორის ნაწილებითსა ორ სახედ ძალუც ზიარებაჲ ზესთ მდებარეობით მახლობელისა თჳსისა და აღმამკობელისა მხოლოჲსადმი: ანუ თჳსისა ყოვლობისა მიერ, ანუ მის-შორისისა ნაწილებითისა და თანდადასებულისა მიერ რაბამობისაებრ ყოველსა შორის სირასა (პრ., კავშ., პეტრ., 108; 67. 3-7); განზიდულთა და უშორიელესთა მის სირაჲსათა მეორე აქუს წესი და მსახურებრივი (პრ., კავშ., პეტრ., 110; 68.2-5); ყოველსა შორის სირასა ერთი და იგივე აქუს ძალი ერთისა მიერ საღმრთოჲსა მიზეზისგან (პრ., კავშ., პეტრ., 146; 89.7-8; D.§145)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9