სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიტ სიფ სიქ სიღ სიყ სიც სიძ სიწ სიხ სიჴ

სიტყჳერ-ი

  1. Gk. λογικός ὁ
    მეტყველი, მეტყველების, აზროვნების უნარის მქონე, მოაზროვნე
     
    ...ვითარცა სიტყჳერი, ყოველსავე პირუტყუთა აგებულებისა მეფედ დაიბადა კაცი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132r); ცხოველისაჲ რომელიმე არს სიტყჳერ და რომელიმე – უსიტყუელი (ამონ., ტარიჭ., 60,34); ბუნებაჲ უცოდველ არს: თანად ყოველი დაბადებული სიტყჳერი და უსიტყუელი, მგრძნობელი და უგრძნობელი და უცხოველოჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134v); უჯერო არს, თუმცა უტყჳ სიტყჳერად ისიტყუჱბდა (ნემეს., პეტრ., 48. 7-8); საცნაურ არს, ვითარმედ და უსულოთაცა ეზიარების და უტყუთა ცხოველთაჲსა-თანა აქუს ცხოველობისა და სიტყჳერთაჲსა-თანა მიუღიეს გაგონებისა ძალი (ნემეს., პეტრ., 96; 8-10); ვინაჲცა არა ხოლო საცნაურთა და სიტყჳერთა და სულიერთა შეეტყუების კანონი განსაზღვრებათაჲ, არამედ ყოველთა უსულოთა და უგრძნობელთა და უძრავთა ბუნებათა (ანასტ. სინ., არს., II, 200-203); განიკუეთების სიტყჳერი მოკუდავად და უკუდავად (დამასკ., დიალ., ეფრ. 2,19); ჩუენ ყოველთავე კაცთა არსებასა სულისაგან სიტყჳერისა და საცნაურისა და ნივთთა ურთიერთას შემოკრებისა, რომელ არიან ჴორცნი, ყოვლადბრძნისა დამბადებელისა მიერ შემტკიცებაჲ ჰხუდომიეს (ანასტ. სინ., არს., I, 168-170); ...ვიტყჳთ, ვითარმედ: კაცი უკუე სიტყჳერ, ხოლო ცხენი უსიტყუელ არს (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 128v); კაცი არს ცხოველი სიტყჳერი, გონებისა და ჴელოვნებისა შემწყნარებელობითი (ანასტ. სინ., არს., II, 40); სიტყჳერობაჲ უეჭუელად განზ-რახჳსათჳს მოცემულ არს ჩუენდა, რომლისათჳს ყოველი სიტყჳერი თჳთმფლობელცა არს (დამასკ., გარდ., არს., 92); სიტყჳერისა და გონიერისა სულისაგან [არს] სიბრძნე (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 137r); გამოვთქუნე საღმრთონი და გამოუთქუმელნი, ზესთა აღმავალნი მიწთომასა ყოვლისა სიტყჳერისა დაბადებულისასა (დამასკ., დიალ., არს., ეპ. 2); რამეთუ ვინაჲთგან სიტყჳერად მყოფნი უსიტყუჱლობითა სნეულებენ, ბჭეებად სიტყჳერთათჳს უსულონი ვიჴუმინეო (თტე., მიქ., გელ., 6.2, K 1, 405r); მისსა (ღვთის) მიმართ სურის ყოველთა, საცნაურთა უკუე და სიტყჳერთა – მეცნიერებით, ხოლო უდარესთა მათსა – გრძნობითად და სხუათა – ცხოველობისა აღძრვითად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); საცნაურთა უკუე და სიტყჳერთა – მეცნიერებით, ხოლო გრძნობადთა – გრძნობადობით (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4); ხოლო სიბრძნე ყოველთა მიმართ სიტყჳერთა და მცნობელთა და გრძნობადთა განეფინების და უზეშთაეს ამათ ყოველთაჲსა არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.1); ხოლო რაოდენნი ცხოველ არიან ამათსა გრძნობადნი და კუალად ამათსა სიტყჳერნი და სიტყჳერთასა საცნაურნი უზეშთაეს არიან და ღმრთისა თანა არიან და უფროჲსად მისდა მახლობელ არიან? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.3); ხოლო სამხილებელად სულიერთა და სიტყჳერთა, უსულოთა მიერ იწამების (თტე., ისუ. 20, გელ., A 1108, 174r);λογικόν τό – ვჰგონებდ სადმე ყოველსავე სწორყოფად წინაშე ღმრთისასწორითა განჰსჯითა და ყოვლისავე ერთად შერაცხჳთა, ერთად და სწორად, მართალთა და უსამართლოთა, სიტყჳერთა და პირუტყუთა (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 323r); საჴმარ უკუე არს უწყებად, ვითარმედ სიტყჳერი ბუნებით ჰმსთავრობს პირუტყუსა (დამასკ., გარდ., ეფრ., 115); – იქმნა ღმერთი სიტყუაჲ ჭეშმარიტებით ჴორც, სიტყჳერად და გონიერად სულიერქმნილი (მქს., პიროს., გელ. 25,22); ვითარ-იგი ადამსა გამოსაძრცულად სიტყჳერისა მისცა მცნებაჲ (თტე., მსჯ. 8, გელ., A 1108, 178v);λογιστικός – სამთა კერძოთა იტყოდეს მისთჳს: სიტყვერსა, გულისწყრომითსა და გულისთქუმითსა (ეპიფ. კვ., პას., თეოფ., H 601, 151I);
  2. Gk. λόγιος
    ნასწავლი, განათლებული
     
    რომელი ესე უცხო არს კაცისა სიტყჳერისა (მქს., პიროს., გელ., 18,18);
    სიტყჳერი არსება – λογικὴ οὐσία ἡ – არა ჴორცთა ჩუენთა, არამედ სიტყჳერისა არსებისა მიხედვასა, რომლითა იგი ანგელოზთა გუაქუს ზიარებაჲ (ეკლსტ., გელ., 91. II); ესე იგი არს მღდელთ-მთავრობაჲ ცხორებისათჳს და განღმრთობისა ყოველთავე სიტყჳერთა და საცნაურთა არსებათაჲსა ზეშთასოფლისათა მათ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4);
    სიტყჳერი აღჴსნაჲ – ლოგიკური ანალიზი – λογικὴ ἀνάλυσις ἡ – სიტყჳერიცა აღჴსნაჲ არს, რაჟამს წინადადებული იგი შემოკრებითად აღვჰჴსნათ თჳსისა სახისა მიმართ (დამასკ., დიალ., ეფრ. 52,13);
    სიტყჳერი ბუნებაჲ – λογικὴ φύσις ἡ – დაბადებაჲ მისი ყოველთა დამბადებელმან და შემოქმედმან სრულ ყო; ესე იგი არს ნათელი გონიერი შემსგავსებული ნეტარებასა უფლისა მოყუარეთასა, და სიტყჳერი და უხილავი ბუნებაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 6, 9-13); თჳთჴელმწიფებაჲ არს პირველი კეთილი და შესატყჳსი სიტყჳერისა ბუნებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v); გონიერი და სიტყჳერი ბუნებაჲ არს კაცი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 137v);
    სიტყჳერი გონება – ἡ τοῦ νοῦ λογικὴ (sic!) – სიტყჳერისა გონებისა თჳთჴელმწიფე წადიერებაჲ არაბუნებითი იყოს-ა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135v);
    სიტყჳერი მოფარდულობაჲ – ლოგიკა – λογικὴ πραγματεία ἡ – შეიქმნების სჳლლოგიზმოსი, რომლისათჳს შთამოვალს სიტყჳერი მოფარდულობაჲ (ამონ., ტარიჭ., 67,38);
    სიტყჳერი მოქმედებაჲ – ლოგიკა – λογικὴ πραγματεία ἡ – მოსწრაფებაჲ აქუს სიტყჳერსა მოქმედებასა გამოჩინებისათჳს საქმეთაჲსა (დამასკ., დიალ., ეფრ. 51,1);
    სიტყჳერი საქმიერობაჲ – ლოგიკა – λογικὴ πραγματεία ἡ – წინა-უც იჭუად სიტყჳერსა საქმიერობასა წარმართებაჲ გამომაჩინებლობისაჲ (დამასკ., დიალ., არს. 51,1);
    სიტყჳერი სული – სიტყვიერი სული ქრისტესი – λογικὴ ψυχή ἡ – და ჴორცნი სულიერნი სულითა სიტყჳერითა და გონიერითა არა-პირველქმნილნი შეიმოსნა (მიქ., მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v) // (თტე., მრწ., თეოფ., 7, Jer. 23, 340v); გონიერისა და სიტყჳერისა მიმღებელი სულისაჲ (ეკლსტ., გელ., 86. I); ფრიად უფროჲს უჯერო არს სიტყჳერისა სულისა განყოფაჲ ჴორცთაგან (თტე., II სჯ. 11, გელ., A 1108, 109v); – არა სიტყჳერი სული, არამედ უსიტყუელი მიიღოო უფალმან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135v);
    სიტყჳერი ცხოველი – ადამიანი – νοερὸν ζῷον τό – ...ბრძენმან დამბადებელმან ბუნებათამან... ფერად-ფერადნი განყოფილებანი წარმოაჩინნა... რაჲთა ... გულისჴმაყოფილი ღმერთის სახე ჰყოფდეს გონიერსა და სიტყჳერსა ცხოველსა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 128v);
    სიტყჳერი ძალი – გონიერი ძალა – λογικὴ δύναμις ἡ – ამათ თანა არს სიტყჳერიცა ძალი, რომელსა გონებად სახელ-სდვა სჯულმან (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404, 117 II);λογιστική δύναμις ἡ – ხოლო უკუეთუ დაკლებულ არს სული ქრისტესი სიტყჳერისა და მნებებელისა და განმზრახველობითისა ძალისაგან, უეჭუელად არცაღა ხატებაჲ აქუს ღმრთისაჲ, არცაღა არსებაჲ, მსგავსი სულთა ჩუენთაჲ, არამედ ნებისა და განზრახვისა და სიბრძნისა და მგონებელობისაგან დაკლებულთა პირუტყუთაჲ (ანასტ. სინ., არს., I, 89-93);
    სიტყჳერი წადიერებაჲ – გააზრებული სურვილი – λογικὴ ὄρεξις ἡ – გულისჴმის-ყოფაჲ და სიტყჳერი წადიერებაჲ... მოქმედებანი არიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132r); თჳს სულისა სიტყჳერისა [არს] მხოლოდ მის და ოდენ მარტოდ ცხორებაჲ, გაგონებაჲ და სიტყჳერი წადიერებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v); [ქრისტემ] ვითარცა უსიტყუელი მიიღო წადიერებაჲ, დაუმორჩილებელი სიტყჳსაჲ, ეგრეთვე და სიტყჳერიცა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 137v); [კაცი] ეთჳსების უსხეულოთაცა და გონიერთა ძალთა სიტყჳერობითა და სიტყჳერითა წადიერებითა გონებისაჲთა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v); რამეთუ ბუნებით სიტყჳერსა ძალად აქუს ბუნებითად სიტყჳერი წადიერებაჲ, რომელი ნებებადცა ითქუმის გონიერისა სულისად (მქს., პიროს., გელ., 20,33)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9