სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიტ სიფ სიქ სიღ სიყ სიც სიძ სიწ სიხ სიჴ

სიტყუა-ჲ

I. 1. წინადადება – λόγος ὁ
განსაზღვრებაჲ სიტყუაჲ არს და სიტყუაჲ იგი თითოსახეთაგან უნდოთა ლექსთა შენაწევრებულ არს (დამასკ., დიალ., ეფრ. 16,3); სიტყუაჲცა განსაზღვრებული არს, რამეთუ სიტყუასა, აღრიცხულსა ლექსებითა, არა აქუს ზოგადი საზღვარი, შემარწყუმელი კერძოთა მისთაჲ (დამასკ., დიალ., არს. 36,8);მსჯელობა – შეგულისსიტყუვაჲ არს სიტყუაჲ, რომელსა შინა დასხმულთა რათასა სხუათასა რასმე მათ მდებარეთასა საჭიროდ შეემთხუევის იგივე-ყოფაჲ (ამონ., ტარიჭ., 9,30); ამისთჳს დაინიშნვის თითოეული სახელისა მიერცა და სიტყჳსა მიერ; სახელისა მიერ ვიდრემე, ოდეს ერთისა რაჲსმე შორის იხილვებოდის, ხოლო სიტყჳსა მიერ – ოდეს ვითარცა მრავალკერძოდ (ამონ., ტარიჭ.,44,24);

2. სიტყვა – λόγος ὁ
რაჲ სარგებელ არს მრავალთა სიტყუათაგან, სადა-იგი იყვის მდინარე ზრახვისა, აღმომდინარე ჟამსა წყაროჲთ თუალისაგან უგუნურებისა (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 322r);უალად [არისტოტელი] ქუჱშგანუწვალებს უტყუსა [სულსა]: მორჩილად სიტყჳსა და ურჩადცა სიტყჳსა (ნემეს., პეტრ., 15; 95. 3-5);λέξις ἡ – აწ უკუე ვერ მოიქცევის, ჰმატდეს თუ გინა აკლდეს სიტყუაჲ, რამეთუ რაჟამს ჰმატდეს სიტყუაჲ, უეჭუელად აკლს საქმეთა (დამასკ., დიალ., ეფრ. 16,10);

3. ზმნა
ხოლო საჴმარ არს ცნობად, ვითარმედ წინადადებასა, ესე იგი არს, წათქუმასა და უკუთქუმასა შინა თანამოკიდული უკუე სახელად ითქუმის, ხოლო შესმენითი სიტყუად სახელიდების, ვითარ იგი წათქუმა არს, ვითარმედ: „კაცი ვალს“ (დამასკ., დიალ., ეფრ. 51,5);

4. აზრი, შინაარსი – λόγος ὁ
ვითარ-იგი სიტყუაჲ ჩუენი, გონებისაგან გამომავალი, არცა ყოვლითურთ სხუა არს მისგან, რამეთუ გონებასა წარმომაჩინებელ არს (დამასკ., გარდ., ეფრ., 43); ორთა ამათ აწ მოჴსენებულთა დღესასწაულთათჳს დიდი ღმრთისმეტყუელთა შორის გრიგოლი ფილოსოფოსობდეს რაჲ გულისჴმიერებით, კეთილშუენიერად და მაღალბრწყინვალედ განარჩევს სიტყუასა თითოეულისასა (სტით., სომხ. წვალ., არს., III,5);
სიტყუაჲ არსებისაჲ – არსებითი, შინაგანი აზრი, მნიშვნელობა – λόγος τῆς οὐσίας ὁთანამოსახელე არიან, რომელნი სახელით ხოლო ეზიარებოდინ ურთიერთას, ხოლო განიყოფებოდინ სახელსა-ზედა სიტყჳთა არსებისაჲთა (დამასკ., დიალ., ეფრ. 17,2);
სიტყუაჲ გუამოვნებისაჲ – λόγος τῆς οὐσίας ὁშეაერთებენ მათ ურთიერთას სიტყჳთა გუამოვნებისაჲთა (დამასკ., დიალ., ეფრ. 28,4); შდრ. შეაყოფენ მათ სიტყჳთა არსებისაჲთა, ხოლო განაშორებენ მათ სხუასახეთა გუამოვნებათაგან (არს.);

5. ქადაგება, თხრობა, სიტყვისგება, დისპუტი – λόγος ὁ
ნიკიტა მონაზონისა და ხუცისა, სტუდიელთა მონასტრისა სტითატისაჲ, სიტყუაჲ პირველი განსაქიქებელი მგმობრისა მის წვალებისა სომეხთაჲსა (სტით., სომხ. წვალ., არს., V,1; II,17); არა... იქმნა ქადაგება სიტყჳსა პირველ, ვიდრე არა ჩუენებითა რაჲთმე გამოეცხადა მას ჭეშმარიტებაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 343v); წერილისაებრისა ვიდრემე და ჴელთაშინაჲსა სიტყუათა ამათ ძალისა განმმარტებელნი ვიტყჳთ (ეკლსტ., გელ., 260. II);
სიტყუა-ჲ – λόγος ὁ – დისკურსი, თხრობა, განსჯა - შემდგომთა შინა განისაჯოს, რაჟამს სულისათჳს და სხეულისა გარდამოვსცეთ სიტყუაჲ (ნემეს., პეტრ., 1; 11. 18-19); ვითარ წარვალს რაჲ, სიტყუამან გამოაჩინოს (ნემეს., პეტრ., 5; 71. 16-17); შემდგომთა შინა განისაჯოს, რაჟამს სულისათჳს და სხეულისა გარამოვსცეთ სიტყუაჲ (ნემეს., პეტრ., 11,18-19); ყოველი წინააღმდგომი ანუ ვითარცა საქმე წინააღუდგების ანუ ვითარცა სიტყუაჲ; და უკუეთუ ვითარცა სიტყუაჲ იყოს, სიტყჳთ ჰყოფს წართქუმასა და უკუთქუმასა (დამასკ., დიალ., ეფრ. 44,1);

6. ციტაცია, დამოწმება, ტექტი – ρῆμα τό
აწ წარმოხუმულნი ესე სიტყუანი ფსალმუნისანი ებრაელთა-მიმართსა შინა ეპისტოლესა უფლისა ზედა მოიხუნა საღმრთომან მოციქულმან (მქს., პიროს., გელ., 36,25);

7. მოძღვრება, სწავლება, დოქტრინა – λόγος ὁ
ჯეროვნად და სამართლად წარმოსთქვი ყოველივე და დაამტკიცე სიტყუაჲ იგი ორთა ნებათაჲ (მქს., პიროს., ეფთ., 12, 19);

8. ზმნა, პრედიკატი – ῥῆμα τό
ქუე-სხენან სახელნი, ხოლო შეისმინებიან სიტყუანი (ამონ., ტარიჭ., 104,13); პირველად მარტივი ჴმაჲ, მეორედ სახელი, მესამედ სიტყუაჲ, მეოთხედ თქუმაჲ, მეხუთედ განსაზღვრებაჲ – ხუთნივე ესე ურთიერთას მოკიდულებითა უკუე არარაჲთ განიყოფებიან, თჳნიერ მხოლოდ ურთიერთას თჳსებითა არს განყოფილებაჲ მათი (დამასკ., დიალ., ეფრ. 51,4);

9. ცნება – ῥῆμα τό
აწ სადმე სიტყუაჲ სხეულისაჲ მიითუალავს უჰამრავობად განკუეთასა (ამონ., ტარიჭ., 9,17); არცა ყოველნი სხეულებრივნი ბუნებანი აღმოივსებენ წარმოდგომასა და ზიარებასა სულისასა, არამედ უსრულესნი და რომელთა შორის სიტყუაჲ დაგუარებულ არს (პრ., კავშ., პეტრ., 111; 69. 3-5)

II. 1. სიტყუა წმიდისა წერილისა – λόγιον τό
ღმერთმთავრობისა ყოვლისა საზოგადო არიან ყოველნივე სიტყუანი ღმრთეებისად შემსგავსებულნი განჩინებისაებრ ღმრთივ სრულთა სიტყუათა წერილისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); ვითარცა-იგი ღმრთისმეტყუელებითთა განწესებათა შინა მრავლითკერძო გამოვაჩინეთ სიტყჳსაგან საღმრთოთა წერილთაჲსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3); და „იგი იყოს ყოვლად ყოველთა შორის“, სიტყჳსაებრ წმიდათა წერილთაჲსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.7); უკუეთუ არა ეურვების ღმრთივ განბრძნობილთა სიტყუათა წერილისათა, ვითარ ჩუენი ეურვოს ღმრთისმეტყუელებითსა ჴელოვნებასა ჴელპყრობით შემყვანებელთა მისთა? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.2);

2. საღმრთო სიტყვა – θεῖον λόγιον τὸ
საღმრთოთა სიტყუათაჲ ვისწაოთ ძალი (თტე., ამოს., გელ., 1.1, S 417, 99v);θεῖος λόγος ὁ – სიტყუაჲ საღმრთოჲ არს ბუნებაჲ არსთაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 107, 19-20); სიტყუაჲ საღმრთოჲ არს ბუნება დაბადებულთა (ბას., ექუს., გ. ათ., 90, 22);θεῖος λόγος ὁ – ყვნა საღმრთონი სიტყუანი ერისა მიმართ (თტე., ამოს., გელ., 1.1, S 417, 100r); – ისმინეთ უკუჱ სიტყუაჲ ესე, რომელ ზრახა უფალმან თქუენდამო (თტე., ამოს., გელ., 3.1-2, S 417, 104r);ρῆμα τό – ყოველი სიტყუაჲ ღმრთისაჲ დასაბამი გეგმად დაიდვა სახისაგან (გაბალ., ექუს., ანონ., 178);ζωοποιὸν λόγιον τό – ყოვლად ბრძენი სამღდელოთა ჴელოვნებაჲ პირველად უკუე დამსახველითა და ცხოველსმყოფელითა სიტყუათა შესაყვანებელითა საზრდელითა ზრდის კათაკუმეველთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.6); θεῖον λόγιον τό – ხოლო აწ რაოდენი თჳს ეყვოდა აწ აღწერილსა ამას თავსა, საღმრთოთა სიტყუათაგან შემოვკრიბეთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.8); გამოაჩინებს და განაცხადებს, იქებოდის რაჲ საღმრთოთა სიტყუათა შინა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); მარადის ყოველნი ღმრთივ შუენიერნი სახელნი ღმრთეებისანი არა კერძოდ, არამედ ყოვლისა და ყოვლადსრულისა და ყოვლითკერძოჲსა და ყოვლადსავსისა ღმრთეებისათჳს საღმრთოთა სიტყუათა მიერ იგალობებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); და არცა ერთი ვინ საღმრთოთა სიტყუათა შინა გარდაუქცეველითა გონებითა წურთილთაგანი მგონიეს მე ამას ზედა წინააღდგომით მეტყუელ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); რამეთუ უკუეთუ ყოვლად ვინმე წინააღმდგომი არს საღმრთოთა სიტყუათა, უეჭუელად გარეგან იყოს ჩუენისაცა ამის სიბრძნის-მოყუარებისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.2);

3. საწინასწარმეტყველო სიტყვა
ძჳნად ერისა გარდამოიღებს წინაჲსწარმეტყუელებისა სიტყუასა (თტე., ამოს., გელ., 2.1-3, S 417, 102v); სამართლად უკუჱ საწინაჲსწარმეტყუჱლოჲ სიტყუაჲ დავითის კარვისა აღშენებულობასა იტყჳს (თტე., ამოს., გელ., 9.11-12, შ 417, 115რ)

III. – სიტყუა – ძე-ლოგოსი – სამების მეორე ჰიპოსტასი – Λόγος ὁ
თჳთ იგივე ბუნებით სახიერი სიტყუაჲ იტყჳს: „მე სახიერ ვარ“ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); სიტყუა არს არსებითი, მარადის მყოფი მამისა თანა (დამასკ., დიალ., არს. 51,5); სიტყუაჲ ჴორც იქმნა და დაიკარვა ჩუენ შორის (ლეონ., ეპ., არს., 2,4, S 1463, 218r) // (თტე., ამოს., გელ., 9.11-12, S 417, 115r); და ვითარ-იგი სიტყუაჲ სწორებისაგან მამულისა დიდებისა განუშორებელ არს (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r); ერთად ძედ ღმრთისად აღვიარებთ სიტყუასაცა და ჴორცთა (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v); შემდგომად ჴორც-ქმნასა სიტყჳსასა ერთი ბუნებაჲ არს მის შორის (ლეონ., ეპ., არს., 6, S 1463, 219r); სიტყუა უკუე არს, რომელი არსებით მარადის მამისა თანა არს (დამასკ., გარდ., ეფრ.,70); მხოლოდშობილი ღმრთისაჲ სიტყუაჲ განკაცებული „ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა აღიზარდა“ (თტე., მიქ., გელ., 4.6-7, K 1, 400r); ნებაჲ ღმრთისაჲ და პირველი მიმართებაჲ გონებისა აღძრვისაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 40, 19-20); ერთსა წმიდისა სამებისსა განჴორციელებულსა ძესა და სიტყუასა ღმრთისსა და ღმერთსა, ვითარცა ბუნებაჲ კაცისაჲ აქუნდა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135r); პირველყოფილსა მას სიტყჳსა ღმრთისა გუამსა შინა შეიერთნეს ჴორცნი სულიერნი (დამასკ., დიალ., ეფრ. 53,4); ერთ არს ღმერთი, მამაჲ სიტყჳსა ცხოველისაჲ, სიბრძნისა არსებითისაჲ და ძლიერებისა და სახისა თჳსისაჲ. სრული სრულისა მშობელი, მამაჲ ძისა მხოლოდშობილისაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); ვის ძალუც მზისა, ნერგსა ზედა მიფენილისაჲ, ნერგსავე თანა განკუეთაჲ, ანუ თუ დაწერილისა სიტყჳსა ქარტასა თანა განმშჭუალვაჲ, თანა-განმშჭუალოს ვინმე ყოვლად უჴრწნელთა ჴორცთა შინა ღმრთისმშობელისათა დაწერილიცა სიტყუაჲ ღმრთისაჲ? ვითარცა სოლინარით განვლო საშოჲ მისი ღმრთისა მამისა თანაარსმან სიტყუამან და იშვა (სტით., სომხ. წვალ., არს., IV,3; I,14; II,1); ეგულვა მხოლოდშობილსა სიტყუასა ღმრთისასა კაცობრივითა ბუნებითა კაცთა შორის გამოჩინებაჲ (თტე., წინასწ., იონა, მიზეზი, გელ., A 1108, 289r); ჭეშმარიტებითი არს-ქმნაჲ არსებათა უზეშთაესისა სიტყჳსაჲ და ქმნაჲ და ვნებაჲ ყოველსავე, რაოდენი-რაჲ არს კაცობრივისა მის ღმერთ-მოქმედებისა მისისა უმეტესთა და უზეშთაესთა საქმეთაგანი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.6); გარნა თუ ვინ თქუას სადმე, ვითარმედ სახიერების შუენიერითა ოდენ კაცთმოყუარებითითა განზრახვითა და ყოვლითავე მით, რაოდენი არს ზეშთააღმატებული და გამოუთქუმელი ღმერთ-მოქმედებაჲ, რომელსა-იგი ჰყოფდა, ჩუენებრ რაჲ იქმნა, და უქცეველად ეგო ღმერთი და სიტყუაჲ ღმრთისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.6); არამედ თქუას ამისსა მიმართ ჭეშმარიტმან სიტყუამან, ვითარმედ ბოროტი, რომელი-იგი თჳთ ბოროტ არს, არცა ერთისა არსებისა ანუ მშობლობისა მიზეზ იქმნეს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20); ვინაჲცა ბუნებითნი სიტყუანი შეერთებულთანი არასადა უარყვნეს ღმერთშემოსილთა მოძღუართა ეკკლისიისათა (მქს., პიროს., გელ., 34,11) // ბუნებითნი იგი სიტყუანი შეერთებულთა მათ ერთგუამოვნებად ორთა ბუნებათა და ორთა ნებათა და საქმეთანი არასადა უვარყვნეს წმიდათა მამათა (მქს., პიროს., ეფთ., 10,7); არა სიტყუაჲ ბუნებისაჲ განახლებულყო, კაც-იქმნა რაჲ ყოველთა ღმერთი (მქს., პიროს., გელ., 34,7) შდრ. არა თუ აგებულებაჲ იგი ბუნებისაჲ შეცვალა (მქს., პიროს., ეფთ., 10,3); ვისდა არა ცხად არს, ვითარმედ არ ბუნებითისა სიტყჳსა, არამედ გუარისათჳს ჴორცისებრისა მყოფობისა მისისა შთამოთქუნა მამამან ეგენი (მქს., პიროს., გელ., 33,44) შდრ. არა ბუნებითისა წესისათჳს თქუა სიტყუაჲ (მქს., პიროს., ეფთ., 9,39); თითოეული სიტყჳთა რაჲთმე დაბადებისაჲთა განკიდეებულ არს სხუათაგან (მქს., პიროს., გელ., 25,1) // შდრ. სახითა მით დაბადებისა თჳსისაჲთა (მქს., პიროს., ეფთ., 8,15)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9