სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიტ სიფ სიქ სიღ სიყ სიც სიძ სიწ სიხ სიჴ

სიყუარულ-ი

  1. Gk. ἀγάπη ἡ
     
    ვინაჲცა სთნდა ვიეთმე ჩუენთა სამღდელო-მეტყუელთაგანთა უსაღმრთოესცა ყოფად ტრფიალებისა სახელი უფროჲს სიყუარულისასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.12); რამეთუ ჩემდა საგონებელ არს ღმრთისმეტყუელთათჳს, ვითარმედ ზოგად შეჰრაცხეს მათ სახელი სიყუარულისა და ტრფიალებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.12); ვინაჲცა მართლიად მსმენელთა შორის საღმრთოთა სიტყუათასა მისვე ძალისად განწესებულ არს დიდთა ღმრთისმეტყუელთაგან სახელები სიყუარულისა და ტრფიალებისაჲ საღმრთოთა მათებრ გამოცხადებათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.12); და კუალად აქაცა ვისწავებთ არა განკერძოებად სიყუარულისა (თტე., II სჯ. 3, გელ., A 1108, 101v);
  2. ღმერთის სახელი
     
    ესრეთ იქების სახიერებაჲ დიდთა ღმრთისმეტყუელთა მიერ, ვითარცა კეთილი და ვითარცა სიკეთე, ვითარცა სიყუარული და ვითარცა საყუარელი და რაოდენნი რაჲ სხუანი არიან კეთილადშუენიერნი... ღმრთის სახელნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.7);
  3. სიყვარული ღვთის მიმართ
     
    და მისსა მიმართისა სიყუარულისა გამოსაჩინებელ ჰყოფდა ცხოვართასა სიმშჳდით მწყსასა (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.4); და სიყუარულისათჳს მხოლოჲსა მის ბუნებით თაყუანისსაცემელისა ღმრთისა (მიქ., მრწ., ეფთ., 16, Jer. 151, 86v); თაყუანის-ვსცემ ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა და ყოველთა წმიდათასა სიყუარულისათჳს მხოლოჲსა ღმრთისა (მაქს., მრწ., ეფთ., 16, Q 34, 36r) // (თტე., მრწ., თეოფ., 16, Jer. 23, 341v); ყოველსა ძალსა სიყუარულისასა აღპყრობად შემოქმედისა მიმართ ღმრთისა (თტე., II სჯ. 3, გელ., A 1108, 101v);
  4. Gk. ἀγάπη ἡ
    საღმრთო სიყუარული
     
    ვინაჲთგან საღმრთოჲსავე სიყუარულისა სრულება არიან ესენი (თტე., II სჯ. 3, გელ., A 1108, 101v);ἀγάπησις ἡ – გონებითი პირველი აღძრვაჲ საღმრთოჲ სიყუარული არს ღმრთისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.I.1); საღმრთოთა მიმართ შემშჭუალვითი სიყუარული განღმრთობით და ერთობით მსხუერპლად შეწირული (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.3);
  5. Gk. φιλία ἡ
     
    ფილოსოფოსობაჲ არს სიყუარული სიბრძნისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 52,6);
  6. Gk. προσπάθεια ἡ
    ვნებაზე დამყარებული სიყვარული
     
    რამეთუ ვინაჲთგან ჭეშმარიტებისა ტრფიალ იყვნეს, ამისთჳს ვნებულისა სიყუარულისაგან განაშორებენ თავთა თჳსთა (არეოპ., ეპ., ეფრ., 10); აღძრვისა გინა ჩუეულებისასა შეცვალებადთა მათ მიმართ ქმნილისა ვნებულისა სიყუარულისასა და პირუტყულსა მას ძლეულებასა ჴორციელისა ნებებისასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.4)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9