სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სრბ სრვ სრუ

სრულება-ჲ

  1. Gk. τέλος τό
    1. სრულყოფილება
    რომელსა-იგი ეგულებოდა დაბადებაჲ დაბადებულთაჲ, განთჳსებულად დაბადებულნი იგი, ვითარცა სრულმყოფელნი სრულებისანი, ძალითა მით ჴელოვნებათა თჳსთაჲთა განიხილნა და მიითუალა (ბას., ექუს., გ. ათ., 39, 23-25); ხედვითა უკუე სრულებაჲ გონებითი ხედვაჲ არს, რომელი იგი გონებასა შინა სრულ იქმნების (ბას., ექუს., გ. ათ., 8, 21-22);τελειότης ἡ – რომელთანი არსებანი განყოფილ, მათნი სრულებანიცა განყოფილ არიან (ამონ., ტარიჭ., 5,26); უკუეთუ თქუმაჲ კაცად სრულად ქრისტესი, თჳნიერ საცნაურებათა სრულებისათა განსრულებულისა კეთილმსახურებისაჲ არს (მქს., პიროს., გელ., 23,37) // უკუეთუ ჯერ არს თქუმად, თუ სრული ღმერთი და სრული კაცი, და წესთა მათ სრულებისათა არა საჴმარ არს ჴსენებაჲ (მქს., პიროს., ეფრ. 7,7); ვინაჲცა არცა ეშმაკთა შორის, არცა ჩუენ შორის არს ბოროტი, ვითარ-იგი არს ბოროტი, არამედ ვითარცა მოკლებაჲ და ოჴრებაჲ თჳსთა კეთილთა სრულებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.24); საღმრთოჲ უკუე ნეტარებაჲ... სრულ და უნაკლულო ყოვლისა სრულებისაგან (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); კაცისა უკუე სრულებაჲ არს სიტყჳსაებრ და ცნობისა სიცოცხლე (ამონ., ტარიჭ., 5,29);τελείωσις ἡ – რაოდენ ჩემდა, ჴმობს, დღესასწაულნი თითოეულთა ქრისტეს საიდუმლოთანი, რომელთა თავ ყოველთა ერთი, ჩემი სრულებაჲ და კუალად-დაბადებაჲ და პირველისა ადამის მიმართ აღსლვაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს., I,18); და ღმერთ-მოქმედებისა ჴელოვნებისა და მოქმედებისა და სრულებისაჲ არს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); წმიდაჲ იგი ღმრთივ შობილებისა სრულება შეაერთებს სრულ-ქმნილთა მათ სულითა ღმერთ-მთავრობითითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.8); რამეთუ თითოეულისა მღდელთ-მთავრობისა წილ-ხუდომილთა სრულება არს ძალისაებრ თჳსისა აღსლვაჲ მსგავსებისა მიმართ ღმრთისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); შეუძლებელ არს ჩუენდა ცნობად საიდუმლოსა მას გონებათა ზეშთაცათასა და წმიდათა მათ სრულებათა მათთასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 6.1);τέλειον τό – არარაჲ არს საქმეთაგანი კაცთაჲსა დადგრომილ, არამედ რომელიმე მათგანი არარაჲსაგან მიიწიის სრულებასა (τέλειον τό) და რომელიმე, რაჟამს მიიწიის სრულებასა (ἀκμή ἡ) თჳსსა, კუალად მცირე-მცირედ მოკლებითა მოაკლდის და განქარდის (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 92, 20-26) // – τελείωσις ἡ – არარაჲ არს კაცობრივი უცვალებელ, არამედ რომელიმე მათგანი არა-არსისაგან მიიწიის სრულებად, და რომელიმე რაჟამს მიიწიის სრულებასა თჳსსა, და კმასაყოფელსა საზომსა თჳსსა აღორძნდის, კუალად მცირედ-მცირედ მოკლებითა დასცხრის, და დაირღჳს, და განილიის, და განიხრწნის, და სრულიად უჩინო იქმნის (ბას., ექუს., გ. ათ., 77, 11-18); და უკუეთუ ყოველთა შობითგანვე ჟამიერებასა მათსა შინა აქუს სრულებაჲცა, არარაჲ არს უსრულ ყოველსა შინა ბუნებასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.25); რამეთუ იტყჳან, ვითარმედ თანა-ნადებ იყო მოკუდავთა შორის ყოფაჲ უკუდავებისაჲ და უსრულთა შორის სრულებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.7); სრულებასა მღდელთასა ასწავებს სიტყუაჲ (თტე., II სჯ. 44, გელ., A 1108, 144r);

    2. ჭეშმარიტი, სრულყოფილი არსებობა – ὕπαρξις ἡ
    რომელი თავსა შორის თჳსსა ვერ სრულ-იყოს, არამედ შეზავებითა სხჳსაჲთა მიეღოს სრულებაჲ, ესევითარი იგი შემთხუევითი არს (დამასკ., დიალ., ეფრ. 1,6); არსობაჲ არს საქმე... ვერ შემძლებელი თავით თჳსით სრულ-ყოფად, არამედ სხუასა შინა აქუნ სრულებაჲ გუამისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ., 2,12);

    3. განვითარების მწვერვალი – ἀκμή ἡ
    არარაჲ არს კაცობრივი უცვალებელ, არამედ რომელიმე მათგანი არა-არსისაგან მიიწიის სრულებად, და რომელიმე რაჟამს მიიწიის სრულებასა თჳსსა, და კმასაყოფელსა საზომსა თჳსსა აღორძნდის, კუალად მცირედ-მცირედ მოკლებითა დასცხრის, და დაირღჳს, და განილიის, და განიხრწნის, და სრულიად უჩინო იქმნის (ბას., ექუს., გ. ათ., 77, 11-18);
    სრულებაჲ გუამისაჲ – სხეულის სრულყოფილება – τέλειον τῆς ὑποστάσεως τό – სრულებასა გუამისა მისისასა მოასწავებენ „ძე ღმრთისაჲ“ და „ხატი მამულისა გუამოვნებისაჲ“ და „დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველითა მზრახვალი“ (დამასკ., გარდ., ეფრ., 271) // რომელნიმე – სრულებასა გუამოვნებისასა (დამასკ., გარდ., არს., 271);
    სრულებაჲ მოქმედებისაჲ – შესრულებული, რეალიზებული მოქმედება – τελικὴ ἐνέργεια ἡ – მეხუთე არს სრულებაჲ მოქმედებისაჲ, ვითარ-იგი არს ხედვაჲ მხედველისაჲ და სიმჴურვალე განმჴურვებელისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 45,5)

  2. Gk. τέλειον τό
    ნეოპლატ. სისრულე
     
    ვითარ სხუა არიან მყოფთა გუამოვნებანი და სხუა – მებრ აობით, ხოლო სხუა – მყოფთანი; და სხუა ამის მიერ სრულებაჲ ღმრთებრივთაჲ, და სხუა განღმრთობილთაჲ; ხოლო ღმრთებრივსა რიცხუსა შორის პირველი მიზეზი სრულებისაჲ არ მხოლოდ განღმრთობილთა არს მიზეზ სრულებისა, არამედ თჳთ ღმრთებრივთაცა (პრ., კავშ., პეტრ., 153; 92.26-28);τελειότης ἡ – სრულებაჲ ნაწილ ვიდრემე კეთილისაჲ არს, და სრული, ვითარ იგი არს სრული, ჰბაძავს კეთილობასა (პრ., კავშ., პეტრ., 25; 22.9-11);τελειότητος – რაოდენცა შესაძლებელ იყოს მყოფობაჲ მისი [ყოველისა = მთელისა], ეგზომვე არს მომგებელ ყოვლობისაცა (=მთლიანობა), მოუკლებელად და განუზიდველად და მოქმედებაჲცა არსებისა მიმართ, და ესე მყის მასვე და ერთსა საზომსა შორის სრულებისასა წარმოუჩენია, და ვითარცა-რაჲ დამსჭუალული მასვე და ერთსა საზღვარსა ზედა მიუდრეკელად და უცვალებელად (პრ., კავშ., პეტრ., 52; 35.9-14);
    სრულებაჲ გუართაჲ – სრულებაჲ გუართაჲ – πλήρωμα εἰδῶν τό – გვარების (ფორმების) სისავსე, სისრულე – ყოველი გონებაჲ სრულებაჲ არს გუართაჲ, და რომელიმე ყოვლებრივთა გუართა არს შემცველ, ხოლო რომელიმე – ნაწილებითთა (პრ., კავშ., პეტრ., 177; 106.27-28);
    სრულება-ჲ საღმრთოჲ – θεία τελειότης ἡ – ყოველი სრული შორის ღმრთებრივთა საღმრთოჲსა სრულებისა მიზეზ არს (პრ., კავშ., პეტრ., 153; 92.24-25)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9