და დგ დე დი დრ დუ დღ
დაბ დად დავ დაზ დათ დაკ დამ დან დარ დას დატ დაუ დაფ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჰ დაჴ

დამბადებელ-ი

Gk. δεμιουργός ὁ
შემოქმედი, უფალი
 
ხოლო ბუნებით ღმერთ არს ღმერთი, ბუნებით სახიერ, ბუნებით დამბადებელ (მქს., პიროს., გელ., 21,10; იხ: 4,33); ხოლო ჩუენისა მიერ კრებულისა ერთი მამული პატივ-იცემების – სამოთხე ... რომლისა ჴელოვან და დამბადებელ ღმერთი არს (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 338v); უგალობდეთ სახიერებასა, ვითარცა ნამდჳლვე არსსა და ყოველთა არსთა არსმყოფელსა, რომელი-იგი არს... მიზეზ და დამბადებელ ნამდჳლვისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.4); რომელნი-იგი ვიეთმე ღმერთად და დამბადებელად არსთა თჳთშემზადებულებით გამოპირნეს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.6); სრულ-ქმნილისა ამის განწმედისა ზეშთააღმატებულ დასაბამ და არსება, დამბადებელ და მიზეზ იგი თავადი არს, რომელმან პირველნი იგი არსებანი ყოფად მოიყვანნა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); დამბადებელი მათი აუგებელი ვიდრემე ჯერ-არს (დამასკ., გარდ., 38, ეფრ.); ანგელოზნი დაბადებულ არიან, ხოლო არა დამბადებელცა (დამასკ., გარდ., 79, ეფრ.); ღმერთ არს მზე და, ვითარცა დამბადებელი ამის ყოვლისაჲ თჳთებით მოიხილავს ხილულსა ამას სოფელსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4); რომლისა მიერ თჳსთა წინა-განმგებელობითთა მოქმედებათა დაფარულებისაგან ჩუენდა მომართ განაცხადებს მიზეზი და დამბადებელი ყოვლისა განწმედისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); ელმოდა მას შობად ამის ყოვლისა ძალისაგან დამბადებელისა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 32,17); ბრძენმან დამბადებელმან ბუნებათამან ... ფერად-ფერადნი განყოფილებანი წარმოაჩინნა გამოსაჩინებელად სიმდიდრისა სიბრძნისა და ძლიერებასა მისისა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 128v); ვითარცა ყოველთა შემოქმედად და დამბადებელად მყოფსა (თტე., ამოს., მიზეზი, გელ., S 417, 99v); და სიტყუაჲ საიდუმლოჲსაჲ არს სიბრძნისა დამბადებელისაჲ შეცვალებასა შინა ხატთა მისთასა, რაჲთა იყოს ჩუენდა სახე ჭეშმარიტი ბუნებასა შინა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 92, 20-26); მცირე ნაწილი არს დამბადებელისა ძლიერებისაჲ დაბადებული ესე (ბას., ექუს., გ. ათ., 3, 20-21); და ბუნებით ვიდრემე ყოველნი მონა და მორჩილ არიან დამბადებელისა (დამასკ., გარდ., 283, არს.); ვერ ძალუც ქუეყანასა ნაყოფის გამოღებად, არა-თუმცა დამბადებელისაგან მიეღო ძალი ნაყოფიერებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 131r); ვითარცა დამბადებელი ჰბადებდეს რაჲ, ანუ ვითარცა მეცნიერი ჰბადებდეს (ამონ., ტარიჭ., 35,23); რომელი-იგი დამბადებელისა მიერ მიენიჭა მოძრაობად თითოეულსა ბუნებასა (დამასკ., დიალ., 13,1, ეფრ.); ყოვლისა ადამანტოვნისა ზღუდისასა უფროჲს დააყენა იგი საზღვარმან დამბადებელისამან (თტე., ისუ. 2, გელ., A 1108, 151v); ღმერთი ხოლო სიტყუაჲ რაჲმე გამოუთქუმელი არს ყოვლად ბრძნისა დამბადებელისაჲ მრავალ-ფერთა მათ ცვალებათა შინა ხატთა მისთასა (ბას., ექუს., გ. ათ., 77, 11-18); ცეცხლი დამბადებელ არს (ეპიფ. კვ., პას., თეოფ., H 601, 165I); რომელი-იგი თჳთ დამბადებელმან სახეთამან სიმართლით განუწილა არა სიწმიდით და ერთ-სახეობით მსერებელსა მის თანა სიწმიდეთასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.1); ხოლო „ჩუენად“ ვიტყჳ მათ, რომელნი პირველითგანვე დამბადებელმან დასხნა ჩუენ შორის (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r);γεννητικός – რამეთუ იგი არს ყოველთა შემაერთებელი და ყოველთა ერთ-ნებაობისა და ერთ-განზრახვაობისა მოქმედი და დამბადებელი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.1);πεποιηκώς ὁ – ყოველთა დამბადებლისა გულისჴმისყოფად აღმყვანებელ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., I, 6);πλαστουργός ὁ – გარნა არა უგულებელს-ყო მიმძლავრებული იგი დამბადებელმან ღმერთმან სიტყუამან (თტე., მრწ. 7, თეოფ., Jer. 23, 340v) // არამედ არა უგულებელს-ყო იგი დამბადებელმან (მაქს., მრწ. 7, ეფთ., Q 34, 34v);προάγω – ხილულთა და არახილულთა არარაჲსაგან არს-მქმნელად და დამბადებელად (თტე., მრწ. 5, თეოფ., Jer. 23, 340r);ποιητῆς ὁ – ესენი, – ჴმობს, – საჴმარებისათჳს კაცთაჲსა შეჰმზადნა დამბადებელმან (თტე., II სჯ. 1, გელ., A 1108, 94r); ყოველთა მათ ზემოთქუმულთა საუკუნეთა ერთი იყვის დამბადებელი (დამასკ., გარდ., 75, ეფრ.);ποιητικός – ყოველთა დამბადებელად და მპყრობელად განმგებელად ცისა და ქუეყანისა და ზღჳსა (მიქ., მრწ. 5, ეფთ., Jer. 151, 83v) // ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა ცისა და ქუეყანისა და ზღჳსა (მაქს., მრწ. 5, ეფთ., Q 34, 34r); ღმერთი ...ამათ ყოველთა დამბადებელ არს (დამასკ., გარდ., 69, ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9