სა სე სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ სჯ სჳ
სხე სხუ სხჳ

სხეულ-ი

Gk. σῶμα τό
 
სხეული სახე არსებისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 33,1); შეგუამებულთაგანნი რომელნიმე სხეულნი არიან და რომელნიმე – უსხეულონი (ამონ., ტარიჭ., 34,21); არა არს სხეული ფერსა შინა, არამედ ფერი – სხეულსა შინა (დამასკ., დიალ., არს. 1,4); სათანადო არს ცნობად, ვითარმედ სხეულისა ხოლო თჳსება არს: განკუეთაჲ და დინებაჲ და შეცვალებაჲ (დამასკ., გარდ., არს., 115); სხეული უკუე არს ყოველი განფენილი სამ-კერძო, ესე იგი არს, რომელსა აქუნდეს სიგრძე, სივრცე და სიღრმე (დამასკ., გარდ., არს., 113); რამეთუ განყოფილებაჲ არს ბუნებისა სულისა და ჴორცთაჲ (მქს., პიროს., ეფთ., 13,16); – ყოველი სხეული ბუნებით ვნებადი არს, ხოლო ყოველი უსხეულოჲ – უვნებ, არამედ სხეული ბუნებით უმოქმედო (პრ., კავშ., პეტრ., 80; 51.21-22); სხეული, ვითარ სხეული, მხოლოდ ოდენ განნწვალებადი არს და ვნებადი, და ყოვლითურთ განნაწილებადი ვიდრე უსაზღუროობადმი (პრ., კავშ., პეტრ., 80; 51.25-27); სხეული, ვითარცა სხეული, მოქმედებად ვერ უძლებს, მხოლოდ განჭრად ოდენ და ვნებად წინამდებარე (პრ., კავშ., პეტრ., 80; 52.30-31); – სხეული, დაღათუ მყოფსა ეზიარა, მაგრა უნაწილო არს სულისაგან (პრ., კავშ., პეტრ., 72; 46.12-13); სხეული ქუედმდებარე არს სულიერობისა, ყოვლებრივისა სულისა მიერ წარმოიყენა და ეზიარა რაოდენვე მყოფსა (პრ., კავშ., პეტრ., 72; 46.14-16); ყოველი... სხეული მიდრეკადი არს სხჳსა მიერ, თჳთ თჳსდა მიდრეკად ვერ შემძლე, არამედ სულისაჲთა მიდრკების მისგან და ცხოვლობს სულისა მიერ (პრ., კავშ., პეტრ., 20; 17.16-18); არა-რაჲ სხეულთაჲ (τῶν σωμάτων) შემძლებელ არს უკუნქცევად თჳსთადვე (პრ., კავშ., პეტრ., 15; 14.29-30); უკუნმქცევი თჳსდავე არცა სხეული არს (რამეთუ ყოველიმცა სხეული უკუნ იქცეოდა), და კუალად არცა სხეულთაგან განუყენებელი რაჲვე (ხოლო განყენებულსა სხეულთაგან არა აქუს ძალი უკუნქცევად თჳსდამი, რამეთუ, თუმცა ჰქონდა, განეშორამცა სხეულთა) (პრ., კავშ., პეტრ., 186; 111.15-18); კაცისა სულისაგან გონიერისა და სხეულისა რჩეულად შემზადებაჲ (ნემეს., პეტრ., 1; 7-8);
სხეულ-ი აღმკულის-შორისი – აღმკულის-შორისი სხეულ-ი – ἐγκόσμιον σώμα τό – შიდაკოსმიური სხეულები – არცა გონებაჲ წარმოდგომილ არს თჳნიერ სულისა რაჲსადვე აღმკულის-შორისისა სხეულისადა, არცა ღმრთეებაჲ უსაშუვლოდ შეიხებს სულსა (პრ., კავშ., პეტრ., 165; 99.1-3);
სხეულ-ი გრძნობადი – გრძნობადი სხეული – αἰσθητὸν σώμα τό αἰσθητοῦ σώματος – ყოველი სიმრავლე ერთთაჲ, ზიარებული რაჲსაგან გრძნობადისა სხეულისა, აღმკულის-შორისი არს, რამეთუ მიბრწყინავს ნაწილთა აღმკულისათა საშუვლობითა გონებისა და სულისაჲთა (პრ., კავშ., პეტრ., 165; 98.28-30);
სხეულ-ი ღმრთებრივი – σῶμα θείον τό – ყოველი ვინაჲვე სხეული ღმრთებრივი სულისა მიერ არს ღმრთეებრ განღმრთობილისა (პრ., კავშ., პეტრ., 130, 79.28-30; § D.129)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9