განმასხვავებელი; დამახასიათებელი, ნიშანდობლივი, ნიშანდებითი
- შეუძლებელ არს მისივე და ერთისა გუამისაჲ ვითარმცა განეყოფვოდა თავსა თჳსსა შემამტკიცებელობითთა და დამსახველობითთა მისთა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 128r); რამეთუ მხოლოჲსა გუამისა დამსახველობითი არს გუამოვნებითი (მქს., პიროს., გელ., 31,20);
- დამსახველობითი (განყოფილებაჲ) – ἡ χαρακτηριστικὴ διαφορά – მისდად იქმნებიან თითოეულისა ერთობად შემოკრებულთაგანისა დამსახველობითნი განყოფილებანი (დამასკ., დიალ., 53,1, არს.);
- დამსახველობითჲ (თჳთებაჲ) – τὸ χαρακτηριστικὸν ἰδιώμα – მოჰქონან მას საღმრთოჲსაცა სიტყჳსა ღმრთისა ძეობისა დამსახველობით[ნ]ი და განმთჳსებელობით[ნ]ი თჳთებანი (დამასკ., გარდ., 164, არს.); დამსახველობითნი თჳთებანი შემთხუევითნი არიან, რომელნი დაჰსახვენ გუამსა (დამასკ., დიდიალ., 13,6, არს.); არცამცა იცვალებოდეს წინადადებანი და წესნი სახელთანი, არამედ დამსახველობითა ერთისა და შეურევნელისა ბუნებისა თჳთებათაჲთა (დამასკ., გარდ., 171, არს.); ყოველნი მისვე სახისაგანნი გუამოვნებანი განითჳსვიან ურთიერთას დამსახველობითთა თჳთებათა მიერ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r); გუამი [არს] შემთხუევითებითთა რაჲთმე დამსახველობითთა თჳთებათაჲთა თანაერთბუნებათა და ერთსახეთა თჳსთა მიმართ მქონებელი განყოფილისა განუკუეთელისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.