- უზეშთაეს-ი არს-ი – ὑπὲρ τὸ ὄν – რამეთუ შორს არს ამათგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს არსთა შორის მყოფისა ამის ერთობისაგან და სიმრავლე განუყოფელ, აღუვსებელ ზეშთასავსება, მომყვანებელ ყოვლისა ერთობისა და სიმრავლისა და სრულ-მყოფელ და შემომკრებელ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.11);
- უზეშთაეს არსებათა დასი – τῶν ὑπερτάτων οὐσιῶν τάγμα τό – წმიდათა მათ უზეშთაესთა არსებათა დასსა ანგელოზცა უწოდენ ღმრთის მეტყუელნი (არეოპ., ზეც., ეფრ., 5); რამეთუ უდარესნი დასნი უზეშთაესთა ქმნად ვერარას შემძლებელ არიან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.7);
- უზეშთაესი არსებაჲ – κρείττων – ნეტართა მათ და ჩუენსა უზეშთაესთა არსებათა თანად უსაჩინოესადცა და უსაცნაურესად გამოუბრწყინდების და ძალისაებრ მათისა მიიმსგავსებს მათ ნათელსა მას თჳსსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); უმოხუცებულესობაჲ ყოფისაჲ მიეცემის უზეშთაესთა მათ არსებათა, რომელთაცა-იგი საუკუნე უწოდს სიტყუაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8);
- უზეშთაეს არსთაჲ – არსებულებზე მაღლა მდგომი, უმაღლესი – ὑπὲρ... τὸ ὄν – რამეთუ უზეშთაეს არსთა და თჳთ მის ყოფისაცა უზეშთაეს არს (დამასკ., გარდ., 40, ეფრ.); – ἐπέκεινα – რამეთუ არარაჲთ არს არსთაგანი მიზეზი ყოველთა არსებისაჲ, ხოლო თჳთ უზეშთაესი არსთაჲ, ვითარცა მიერ კერძოჲ ყოვლისა არსებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1);
- უზეშთაეს არსებისა // უზეშთაეს არსებათა (იხ. ზეშთარსი // ზეშთარსება) – ὑπερούσιος – უზეშთაესი იგი არსებისაჲ უზეშთაეს ცნობისაცა არს (დამასკ., გარდ., 40, ეფრ.); – ἐξαιρετός – ჭეშმარიტებითი არს-ქმნაჲ არსებათა უზეშთაესისა სიტყჳსაჲ და ქმნაჲ და ვნებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.6); – ὑπερουσίως – ხოლო იგი არარაჲთ უდარეს პირველისა არს ერთ ღმერთ, დასაბამი ღმერთთაჲ და ზეშთაღმერთთა უზეშთაესი არსებათაჲ, განუყოფელ განყოფილთა შორის, შეერთებულ თავით თჳსით, შეურევნელ და განუმრავლებელ მრავალთა შორის (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.11); – ὑπερέχουσα θεότητα – ხოლო არა სხუად ვიტყჳ ყოფად სახიერებასა და სხუად არსსა და სხუად ცხორებასა, გინა სიბრძნესა, არცა მრავალთა მიზეზთა და სხუათა სხჳსა არსად მომყვანებელთა ღმრთეებათა, უზეშთაესთა და უდარესთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.2); – ἐξηρήμενος – ყოველივე საღმრთოჲ მამობაჲ და ძეობაჲ ყოველთა უზეშთაესისა მის მამათ-მთავრობისა და ძეთ-მთავრობისაგან მონიჭებულ არს და ჩუენდაცა და ზეშთაცათა ძალთადაცა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); – ὑπερβεβηκώς – ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ ყოველთა მათ წმიდათა წესთა შემკულებასა შინა უზეშთაესთა მათ წესთა ყოველივე აქუს უდარესთა მათ შემკულებათა გამობრწყინვებაჲ და ძალი (არეოპ., ზეც., ეფრ., 5);
- უზეშთაესი ნათელი – ὑπέρφωτος – ყოველთა განათლებითისა ძალისა უფლებაჲ თავსა შორის თჳსსა შემოკრებულად აქუს ზეშთაქონებით და წინაჲთვე ქონებით, ვითარცა ნათელთ-დასაბამსა, უზეშთაესსა ნათელთასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.6);
- უზეშთაესი სიბრძნე – ὑπέρσοφος – საღმრთოსა ჭეშმარიტებასა და სიბრძნეთა უზეშთაესსა მას სიბრძნესა ვითარცა ძალად და ვითარცა სიმართლედ უგალობენ ღმრთის-მეტყუელნი და ცხორებად და გამოჴსნად სახელ-სდებენ მას (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.1)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.