უა უბ უგ უდ უე უვ უზ უთ უკ ულ უმ უნ უპ უჟ ურ უს უტ უუ უფ უქ უღ უყ უშ უჩ უც უძ უწ უჭ უხ უჯ უჰ უჴ
უზე უზი უზო უზუ

უზიარებელ-ი

  1. Gk. ἀμέθεκτος ὁ
    ნეოპლატ.
    არ მიმღებელი სხვისგან რაიმე ნაწილისა, უნაწილო, თვითკმარი, დამოუკიდებელი, რომელიც არ საჭიროებს სხვასთან ზიარებას თავისი არსებობისათვის, მაგრამ იზიარებს და აწარმოებს თავისზე დაბლა მდგომებს
     
    ყოველი უზიარებელი, ვითარ-და იგი არს უზიარებელ, იგი სხჳსა მიერ მიზეზისა არა არს წარმოდგომილ. რამეთუ იგი არს მიზეზ და დასაბამ ყოველთა მისთა მზიარებელთა და ესთა დასაბამი ყოველი თითოეულსა სირასა შორის იყოს წარმოუშობელ (პრ., კავშ., პეტრ., 99; 61.16-19); თუ არს უზიარებელი, თჳსსა სირასა შორის მხუდარ არს პირველობაჲ, და არ იწარმოებს სხჳსგან (პრ., კავშ., პეტრ., 99; 61.20-21);ἀμέθεκτον τὸ – ყოველი მზიარებელი ზიარებულსა უდარეს არს, და ყოველი თანზიარებული – უზიარებელსა (პრ., კავშ., პეტრ., 24; .21.17-18) // თანუზიაროჲ ეძღუანვის ვიდრემე და ეპირველების თანუზიაროჲ თანზიარებულთა, ხოლო თანზიარებული – თანმეზიარეთა (პრ., კავშ., პეტრ., 24; .21.28-29)
  2. Gk. ἀκοινώνητος
     
    რამეთუ არცაღა სწორ არს… სრულიად უნათლავი და საღმრთოთა სრულებათა მწუერვალობისაგან უზიარებელი მას თანა, რომელსა მიმღებელობაჲ რაჲმე აქუნდეს სამღდელოთა სრულყოფადთაგან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.7); ერთობითობაჲ უზიარებელ არს და უთჳსო (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 129r)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9