- რამეთუ რაჲმცა იყო ყოვლად უმწუხროჲსა და განმანათლებელისა უკუდავებისა სწორ? (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.5); რამეთუ დასაბამი არს არსთაჲ, რომლისა მიერ არს ყოველთა თჳთყოფაჲცა იგი და ყოველივე ესრეთ ვითამე ყოფაჲ, ყოველი დასაბამი, ყოველი დასასრული, ყოველი ცხორებაჲ, ყოველი უკუდავებაჲ... და სხუანი, რაოდენნი არიან არსთა მიერნი გამოხატვანი ყოველთა არსთანი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.7); ცხოველთა მათცა ზეშთაცათათა უნივთოსა და ღმრთის სახესა და უცვალებელსა უკუდავებასა და განუბნეველსა და მიმოუტაცებელსა მარადის მოძრავობასა მისცემს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 6.2); რამეთუ იტყჳან, ვითარმედ თანა-ნადებ იყო მოკუდავთა შორის ყოფაჲ უკუდავებისაჲ და უსრულთა შორის – სრულებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.7); – ἀθάνατον τό – ვითარ აქუს მყოფსა ცხოველობისადმი, ეგრეთვე მარადისობასა უკუდავებისადმი (პრ., კავშ., პეტრ., 105; 65.26-27); უკუეთუ უკუდავება არს მარადის ზიარებაჲ ცხორებისაჲ, ხოლო მარადის მზიარებელსა ცხორებისასა და მყოფობაჲცა აქუს – და მარადის ცხოველი მარადის არს (პრ., კავშ., პეტრ., 105; 65.15-17)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.