კა კბ კე კვ კი კლ კმ კნ კო კრ კუ
კბი

კბილის შეკვრა

(ნადირის) ძველად: პირუტყვი (ცხვარი, ძროხა, თხა) ღამე მინდორში რომ დარჩებოდათ, ნადირს (მგელს) რომ არ შეეჭამა შემლოცველს შეალოცვინებდნენ. სწამდათ, რომ ამით ნადირს კბილი შეეკვროდა და პირუტყვს ვეღარ შესჭამდა. შელოცვა ხდებოდა შავტარა დანაზე ან ნახშირზე, სამი დღის შემდეგ დანა უნდა გაეხსნათ, ნახშირიც დაეფხვნათ და გადაეყარათ, რომ ლოცვას აღარ გაეჭრა და ნადირს კბილი გახსნოდა. თუ ასე არ მოიქცეოდნენ, დიდ ცოდვად დაედებოდათ.
 
„კბილის შეკრის ლოცვა მამამ იცოდა, კბილის შეკრა იმამ ასწავლა მაგასაც!“
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9