„მატყლის ცუდა“ (საბა), გაპარსული მატყლის თანმხლები დაბურდული ნაწილი, გაჩეჩვის შედეგად ანარჩენის სახით რომ მიიღება. კვირტსაც ხმარობენ დასართავად, ან მუთაქა-ბალიშის დასამზადებლად. უხეშია, მალე ინაბდება და ნაკლებ გამძლეა.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.