ახალ წელიწადს (ახლ წელს) ხილით, ტკბილეულით (თაფლი, ჰალვა, გოზინაყი) მილოცვა. იცოდნენ წყლის კვლევაც. დილაბნელზე ოჯახის უფროსი წყაროზე ან მდინარეზე მიდიოდა, მარცვლეულს (ხორბალი, ქერი, ლობიო) ჩაყრიდა წყალში და ოჯახისა და ცხვარ-ძროხის გამრავლებას შესთხოვდა.
- „ახალ წელიწადს ოჯახის მეკვლე რო შემოვიდოდა სახში, ჯერ ოჯახის წევრებს უკვლემდა თაფლით – ასე ტკბილად დამიბერდითო, კაკლით – ასე რგვალი წელიწადი მოგივლინოთო ღმერთმაო, მერე კაკლითა და ვაშლით ხარებ და ცხვარ-ძროხას უკვლემდა“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.