მცენარე, ხარობს ქვაყრილ-კარკნალ ადგილებში, ოროვანდის მსგავსი ფოთლები აქვს, სიღრმეში იკეთებს თეთრი ფერის საკმაოდ მსხვილ (მაჯის სიმსხო) ღვიტას, მას ხმარობენ ქარებისა და დიდძირა მუწუკის სამკურნალოდ (ღვიტას დაჩეჩქვავენ და შემოადებენ მტკივნეულ ადგილზე).
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.