თამაშობის სახეობა: მოთამაშენი (4, 6, 8..) ტოლებს ირჩევენ, ე. ი. თავთავის მეწყვილეს დასთქვამენ. კენჭის ყრის შედეგად რომელ წყვილსაც მოუწევს პირველად ის ჩააბამს ერთმანეთს ხელს და ხელის გაუხსნელად სხვა მოთამაშეებს დასაჭერად გაეკიდება, სხვები ცდილობენ მიპარვით ხელი დაარტყან და ისე გაიქცნენ, რომ ხელიხელ ჩაკიდებულმა წყვილმა ვერ დაიჭიროს. ამ უკანასკნელმა წყვილმა თუ რომელიმე მოთამაშე დაიჭირა პირველის ნაცვლად ახლა ის წყვილი ჩააბამს ერთმანეთს ხელს და განაგრძობს თამაშობას.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.