ახალი წლის მისალოცად მიწვეული კარგი ფეხის მქონე მეზობელი, რომელსაც, ძველი რწმენით კარგი წელი უნდა დაებედებინა ოჯახისათვის. მეკვლეს (ოჯახის მეკვლეს) უძახოდნენ ოჯახის იმ წევრსაც (უმეტესად უფროს მამაკაცს), რომელიც დილა ბნელზე ტაბლით სახლს შემოუვლიდა და შემდეგ ოჯახს უკვლევდა.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.