შა შე შვ ში შლ შმ შო შრ შტ შუ შფ შხ
შვა შვე შვი შვლ

შვიდი რწმუნება, შვიდი რწმუნების ფერხული

საწესო ხასიათის, სრულდებოდა ყველიერის უკანასკნელი დღის (კვირა) საღამოს. შვიდი დაუქორწინებელი ვაჟი („რომელმაც ქალისა არაფრი იცოდნენ“ ე.ი. ისეთნი, ქალთან ურთიერთობა რომ არ ჰქონიათ, უბიწონი) ჩააბამდა ფერხულს, ხშირად ორი შვიდეულისაგან შესდგებოდა და ორ სართულად აბამდა ფერხულს. შვიდი პირი უნდა შემოევლოთ. (წრეზე შვიდჯერ უნდა შემობრუნებულიყვნენ) და ამასთან შვიდგზის უნდა შეესრულებინათ „მამლი მუხას“ საგალობელი.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9