ზოგიერთ სოფელში, რომელსაც წყალი შორს ჰქონდა და ზამთარში დასალევინებლად საქონლის გაყვანა უჭირდათ, ბოსელში ქურუნს დგამდნენ. მის პირდაპირ ბანში ერდოს (სანათურს) აკეთებდნენ. იქიდან ქურუნში ჩამოყრილი თოვლი დნებოდა, ამგვარად მიღებული წყალი გამოიყენებოდა საქონლისათვის დასალევინებლად.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.