მარილის დასაფხვნელი და კორკოტის დასანაყი ქვები, ქვედა ქვა დიდი ბრტყელი ქვაა, ზედაპირი ოდნავად დაღრმავებულია, რომ მასზე დაყრილი საკორკოტე ხორბალი ან კვნიტი მარილი არ გადაიყაროს ძირს. მეორე ქვა მრგვალია. წონით 2,5-3 ფუთამდე. ქვედა ქვაზე დაყრილ მარილის კვნიტებზე, ან საკორკოტე ხორბალზე აგორებენ მას, რითაც პირველი იფხვნება, მეორეს კი კილი ეცლება.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.