საგანგებოდ დამზადებული იარაღი, რითაც ხილს (ვაშლს, მსხალს) კრეფენ. გრძელ ჯოხზე (დაახლოვებით 2,5-3 სმ-ის სიმსხოს) გაკეთებულია (წამოცმულია) გრძელკბილებიანი (თითები) ცილინდრის ფორმის ყუთი ან პარკი, რომელიც თითებს შუა იქცევს ხილს, შემობრუნებით წყდება ყუნწიდან ნაყოფი და ცვივა შიგ. საპარავში ეტევა დაახლოვებით 1 კგ. ხილი. (გრ. ბერიძე)
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.