ფურნეს აქვს მოზრდილი სარკმელი საიდანაც ფურნეში შეშის შელაგება და შემდეგ ნაკვერჩხლის გამოყრა-გამოგვა ხდება (ამას ფურნი კარი ჰქვია), აქედანვე სწარმოებს ცომის გუნდის შელაგება და გამომცხვარი პურის გამოწყობა, ფურნის კარს გვერდით მცირე სარკმელი აქვს, საიდანაც პურის ცხობის დროს ფურნეში ცეცხლის შენთება ხდება (ამას ფურნი თვალი ჰქვია).
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.