გუთნის ან ჯილღის საწევარ-საზიდარი, შესდგება: ღერძისაგან თავებში მორგებული ორი გოგორით – დიდი (კვალის გოგორა) და პატარა (ველის გოგორა, ღირღიტა), ღერძის შუა ნაწილში გაყრილია და ჭანჭიკებით დამაგრებულია შოლტა, ღერძზე თავის დადებით შოლტის ბოლოზე გამობმულია გუთანი ღვედით. ცოტა წინ კი დამაგრებულია დიდი ჯაჭვი (რამდენიმე უღელა ხარის გასაწევი), შოლტის თავში (იგივე ხარაზნის თავი) აებმის ხარაზნის ხარები.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.