უნდა. უნდა ზმნა უფრო ხშირად იხმარება შემოკლებით უნა, ნა, და, ნდა, ფორმების სახით.
- „რა უნა (რა უნდა) გააკეთო შენ ისრეთი რო სხვამაც ვერ გააკეთოს“.
- „შენ რა’ნა /რა უნდა/ თქვა ისრეთი, რო მოგისმინონ“.
- „მაგას რა’ნდა (რა უნდა) ელაპარაკოს ადამიანი“.
- „რა’და (რა უნდა) უთხრას კაცმა, სუ თავისას გაიძახის“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.