ჯარის ტარის ნაწილი, მცირე მორგვი, რომელშიც ტარია გატარებულ-გაჭედილი. ზედა მხარე ამოღარული აქვს, მასში ჯდება ლამბი, ჯარის გოგორის დატრიალების დროს ლამბი აბრუნებს კუკუტას და მასთან ერთად – ტარს. ტარზე კი ხდება ნართის დართვა-დახვევა. კუკუტას (ბევრგან კუტუტა იხმარება), უძახიან აგრეთვე ქარხნული წესით დამზადებულ მცირე ხის მორგვს, ძაფი რომ არის დახვეული.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.