ცეცხლის ჩაქრობას, დანელებას ნიშნავს. ადრე, ხანში შესულნი მაინც, კერაზე ცეცხლი რომ დანავლდებოდა, არ იტყოდნენ ჩაქრაო, ჩაშაქრდაო უნდა ეთქვათ. თუ ვინმე იტყოდა: ცეცხლი ჩაქრაო, შემოსწყრებოდნენ: მტრისა და ავისმდომის ცეცხლი ჩაქრესო. ცეცხლის ჩაქრობა ოჯახის დანელებად, გაქრობად მიიჩნევოდა. განათების საშუალებებზე (სანეთელი, ჭრაქი, ლამფა, კვარი) კი იტყოდნენ: ჩაქრა ან ჩააქრეო.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.