კოჭის ერთერთი მხარე, რომელიც აგდებისას კარგ მხარედ ითვლება. მოთამაშეს ამ მხარეზე რომ დაუჯდებოდა კოჭი, ეს წარმატების ნიშანი იყო და იტყოდნენ: „კოჭი შაქზე დაუჯდაო“. აქედან გადატ. იხმარებოდა ცხოვრებაშიც კაცს წარმატება რომ ჰქონდა: „მაგას რა უშამს შაქზე აქს საქმეო“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.