ჭა ჭდ ჭე ჭვ ჭი ჭკ ჭლ ჭმ ჭნ ჭო ჭრ ჭუ ჭყ
ჭობ ჭოლ ჭონ ჭორ ჭოტ ჭოჭ

ჭონა, ჭონაობა

საწესჩვეულებო დღეები. აღდგომის ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ახალგაზრდობა იკრიბება და სიმღერა-გალობით კარიკარ დაივლის, სახლის ბუხარში კალათს ჩაჰკიდებენ, თან მღერიან: „ალანთასა, ბალანთასა ჩამოვკიდამთ კალათასა, ერთი კვერცხი ჩაგვიგდევით, ღმერთი მოგცემთ ბარაქასა“. ან „ადგა ქალი, დაძრა ტანი....“, „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე...“ და სხვა. აგროვებენ კვერცხებს, ერბოს, პურს და სხვა სანოვაგეს, შემდეგ ლხინს მართავენ და სანოვაგესაც შეექცევიან.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9