უღლზე, ურემზე, მარხილზე თუ სხვაზე ხარების შესაბმელად ასაკრავით დამაგრება.
- „ბიჭო, ერთ ამ ურემ აუკარი უღელი, ხარები შევაბათ“.
- „მე რო მივედი, მაშინ აუკრა უღელი“.
პირის: ა) ქალებისაგან პირის არეზე თავშალის ტოტების შემოხვევა: პირაკრული – ყბებზე თავშალშემოხვეული.
ბ) პატარძალს პირაკრული უნდა ევლო, უფროსებისათვის (მამამთილი, დედამთილი, მაზლები) პირი არ უნდა დაენახვებინა. ამასთან არც უნდა დალაპარაკებოდა, უნდა ეუმზრახა, აქედან ლაპარაკის აღკვეთა.
- ა) „ალბათ კბილები სტკივა, რო პირი აუკრია“. „ეგ სუ ეგრე პირაკრილი დადის“.
- ბ) „მაგას თუ კაცმა პირი არ აუკრა მაგთენ ლაპარაკ ეგ არ მოიშლის“.
ხელის ტვირთის აწევაზე ან რაიმე საქმეზე წახმარება.
- „ცოტა რო ხელი აუკრა, თითონ აიკიდამს ტომარას“.
- „ჰოდა საქმეზე რო ხელი ამიკრა იმით იმას ზარალი ხო არ მიუვიდა და ჩემი საქმეც გაკეთდა“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.