წყლი ქალი, წყალში ცხოვრობს, ხშირად ნაპირზეც გამოდის.
- „ერთხელ წყლი ნაპირზე ალი ქალი თავ იბარცხნიდა თურმე, ერთი ჩვენი გვარის კაცი მიპარვია და საბარცხელი წაურთმევია. ალი ქალიც აღარ მოსცილებია. სახში წამოყოლია. ის რო ცომს მოზელამდა, დილიდან საღამომდე რო ეცხოთ, ცომი არ გამოილეოდა, სანამ უშნოდ ქათამ არ გადააფრენდნენ. საბარცხელი სახნისის ქვეშ ქონდათ ამოდებული, რო ალი ქალს არ აეღო და არ გაპარულიყო (ალი ქალი რკინას ვერ ეკარება). ერთ დღეს, დიდები რო სახში არ იყვნენ, ბავშვებისთვინ ეთქვა: ერთი ეს სახნისი გადააგდეთო. ბავშვებს არ სცოდნოდათ და გადიეგდოთ. აეღო ალი ქალსაც საბარცხელი და გაქცეულიყო“. „ალი ქალი ადამიანივით კვდება, თურმე იმისი ძვალი ლარქია თვალნაცემისათვის და უჟმურისათვინაც“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.