ბა ბდ ბე ბზ ბი ბლ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ ბჯ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაშ ბაჩ ბაც ბაწ ბაჭ ბახ ბაჯ ბაჰ

ბანი

  1. მიწაყრილი სახლის სახურავი. ხშირად სანათურის (სარკმლის) აღსანიშნავადაც ხმარობენ. „ადი ბანი დახურეო“ იტყვიან (უფრო ხშირად კი „ერდო დახურეო“ ამბობენ), მიწური სახლის სარკმელს, რომელიც სახურავშია დატანებული ერდო უნდა რქმევოდა, შემდეგ კი, მნიშვნელობათა გადატანისა თუ აღრევის შედეგად ბანი და ერდო თითქმის ერთმანეთის ბადალ სიტყვებად გვევლინება. ასეა ეს სულხან-საბა ორბელიანთან და ნიკო ჩუბინაშვილთან ერდო.
  2. ხმის შეწყობა. (საბა)
     
    „მე რო სიმღერას ვიტყოდი, სხვები ბანს მომცემდნენ“.
    „ჰო ამან თქვა და იმანაც ბანი მისცა“.
  3. ექო, გამოძახილი.
     
    „ისრე ყვიროდა, რო ხევი ბანს აძლემდა“.
    „საყდარი ისეა გაკეთებული, რო დაილაპარაკამ, ბანს მოგცემს“.
    Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9