აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
არ არა არბ არგ არდ არე არვ არზ არი არნ არო არს არტ არქ არშ არჩ არჯ არ’

არიან კრუხი, კრუხობანა

საბავშვო თამაშობაა. ათი და მეტი ბავშვი მოიყრიდა თავს. ორს, მოხერხებითა და ძალღონით გამორჩეულს, ხელმძღვანელად – „დედად“ დასთქვამდნენ. თითოეული დედა (კრუხი) ირჩევდა თავის ჯგუფისათვის მოთამაშეებს (ერთი იწყებდა „არჩევანი მე“, მეორე ეცილებოდა – „არა მე“, რომ შეთანხმებოდნენ პირველად რომელს აერჩია და აირჩევდა, მას შემდეგ მეორე დედა ირჩევდა, მას შემდეგ ისევ პირველი და ასე შემდეგ). ჯგუფები თავიანთი „დედით“ ერთმანეთისაგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ხელიხელ ჩაკიდებული დგებოდნენ, შუაში ავლებდნენ ხაზს, ერთი ჯგუფიდან ერთეული თუ მეტი (ზოგჯერ მთელი ჯგუფიც) ხაზს გადაჭრიდა, თავს ესხმოდა მოპირდაპირეს და ცდილობდა იქიდან გამოეტაცნა რომელიმე (ხაზიდან თავის მხარეზე გადაეყვანა). თუ მოპირდაპირენი ისე ჩაიჭერდნენ, რომ ვეღარ გაეშვებოდა, მაშინ ის იმ ჯგუფში რჩებოდა. ბოლოს გამარჯვებული ის გამოდიოდა, რომელიც მოპირდაპირე ჯგუფის ყველა წევრს მოიტაცებდა და თავის მხარეზე გადაიყვანდა. თამაშობის გასაგრძელებლად ხელახლა იწყებდნენ მოთამაშეთა განაწილებას, ოღონდ დამარცხებული ჯგუფის „დედას“ შეცვლიდნენ. თამაშობის ამ სახეობას ზოგან „არიან კრუხს“ ეძახდნენ (სოფ. ჩუნჩხა, შოთა ზედგინიძე), ზოგან კი კრუხობანას (სოფ. აგარა, ქილდა, მარო ალექსის ასული ზაზაძე).

მეორეგვარ თამაშობაშიც: მოთამაშე ჯოხის ერთ თავს ფეხზე დაიყრდნობს, მეორე ხელით უჭირავს და ჩქარი ნაბიჯით მიდის, ისე რომ ჯოხის თავი ფეხს არ უნდა მოაცილოს, თან ამბობს: „ჩიტილა, ბატალა, არიან კრუხ“, დათქმული (დანიშნული) ადგილიდან ფეხის გაქნევით ჯოხს გასტყორცნის, ასე იქცევიან სხვა მოთამაშეებიც, ვისი გატყორცნილი ჯოხიც უფრო ახლოს დაეცემა, იმან სულმოუთქმელად (ამოუსუნთქველად) უნდა წამოკრიფოს სხვის ჯოხები და დათქმულ ადგილას მიიტანოს.

ამ თამაშობებში „არიან კრუხის“ სახელდებასა და მოხსენებას „ქართლის მოქცევისეულ“ არიან ქართლთან კავშირის შესაძლებლობის საკითხი 70-იანი წლების ნახევარში დოც. ს. მელიქიძემ, რომელიც იმ დროს ჯავახური ლექსიკის შეგროვებაზე მუშაობდა, წამოჭრა პირად საუბარში, შემდეგ გრ. ბერიძემ „ჯავახური დიალექტის სალექსიკონო მასალაში“ წერილობითაც დასვა ეს საკითხი, ვფიქრობ ეს მოსაზრება საფუძველს არ არის მოკლებული და იგი საგანგებო შესწავლის საგნად უნდა იქცეს.

See also: არამე
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9