თამაშის დროს (ზურგული, გრძელი ვირი, ქამრობანა და სხვა) ბავშვები ორ ჯგუფად იყოფიან. ამოირჩევენ „დედებს“ და „დედათა“ შორის ერთი დაასწრებს: „არჩევანი მე“, მაშინ მეორე ეტყვის: „არადანი მე“. არჩევანის მთქმელი პირველად ირჩევს ვინც უნდა, მერე არადანის (არა მეს) მთქმელი და ასე მეორდება. ვიდრე არ დამთავრდება არჩევა. (გრ. ბერიძე)
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.