კალოზე ხვავს რომ გამოიღებდნენ ფიწლით, შემდეგ გაყოლილი ბზის მოსაცილებლად ნიჩბით ანიავებდნენ, ამას უხმობდნენ განიჩბვას.
- „ხვავ რო გამოვიღემდით მერე უნა გაგვენიჩბა, რო რაც ბზე ქონდა შეყოლილი, ის გაცლოდა“
- „ჯერამ ფიწლით გავანიავემდით, მერე გავნიჩბემდით, მერე ცხრილში გავატარემდით“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.