საახალწლოდ გამომცხვარი დიდი ქადა, პური, რომელსაც გულში ვერცხლის ფულს ჩაატანდნენ. ახალი წლის მეორე დღეს (ბედობას) ვახშამზე იმდენ ნაწილად ჭრიდნენ, რამდენი წევრიც იყო ოჯახში და სათითაოდ ურიგებდნენ. ვისაც ფულიანი ნაჭერი შეხვდებოდა, ის იმ წლისათვის ბედიან, იღბლიან ადამიანად ითვლებოდა.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.