სადღესასწაულო დღეებს (ახალწელიწადი, ყველიერები, აღდგომა, ამაღლება) ბედნიერ დღეს უწოდებდნენ. ასეთ დღეებში ირჩევდნენ ქორწილისა და ნიშნობის გადახდას, სტუმრის დაპატიჟებას, მოყვრებში წასვლას და სხვა. ანდაზას „ავი კაცი აღდგომასაც ავიაო“ ხშირად ასე გამოსთქვამდნენ; „ავი კაცი ბედნიერ დღესაც ავიაო“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.