(არაყის) ბოთლში ჩასხმული არაყი შენჯღრევისას ქაფს რომ მოიგდებს ზემოთ, იმაზე იტყვიან ბეჭედი დაიჭირაო, ან ბეჭედი გაიკეთაო. ბეჭდის გაკეთება „მაგარი (მაღალი სპირტიანობის) არაყის“ თვისებაა, „რბილი (ნაკლებ სპირტიანი) არაყი“ ბეჭედს არ გაიკეთებს.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.