ბა ბდ ბე ბზ ბი ბლ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ ბჯ
ბობ ბოგ ბოზ ბოლ ბორ ბოს ბოტ ბოღ ბოყ ბოშ ბოჩ

ბობოლა

  1. მარხვაში ნაჭრისაგან მუჭის ოდენა ან უფრო მოზრდილ ბურთს შეკერავდნენ, მასზე რამდენი კვირაც იყო მარხვაში, იმდენ ბუმბულს (ქათმისას) მიამაგრებდნენ და საცხოვრებელ სახლში ჩამოჰკიდებდნენ, კვირის დამთავრებისას თითო ბუმბულს გამოაძრობდნენ. ბოლო კვირას უკანასკნელი ბუმბულის გამოძრომისას მარხვაც მთავრდებოდა და ბობოლასაც ჩამოხსნიდნენ.
  2. ძველი სამოსით შექმნილი ადამიანის გამოსახულება, ბოსტანში ან ყანაში დგამდნენ, რომ ქათმები არ შესულიყვნენ. აგრეთვე კარმიდამოზე, სადაც ქათმები ტრიალებდნენ, იქ დადგამდნენ, რომ ქორს მორიდებოდა და არ გაეტაცნა.
    Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9