ლახტობანა, საბავშვო თამაშობა. შემოხაზავენ წრეს, ორი-სამი ნაბიჯის დაშორებით დადგება წრეზე ფეხქვეშ ქამრების დადებით ერთი გუნდი. მეორე გუნდი თითო-თითოდ დაადგება თავს და ქამრის შემორტყმით ცდილობს მოწინააღმდეგეს წაართვას ფეხქვეშ დადებული ქამარი. ყველას რომ წაართმევენ, წრის გარეთ მყოფი გუნდი ითვლება გამარჯვებულად.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.