საწესო: გვალვიანობისას ქალიშვილები შეიკრიბებოდნენ. ობოლს დედოფალად მორთავდნენ, მას აქეთ-იქიდან თანაბარი ოდენობით მოუდგებოდნენ გვერდზე, კარი-კარ დაივლიდნენ „სოფელს სიმღერით:
ლაზარ მოდგა კარსა,
აბრიალემს თვალსა,
ღმერთო მოგვეც ტალახი,
აღარ გვინდა გოროხი,
ცხრილი აგორებულა,
წვიმა გაჩქარებულა“.
ოჯახიდან წყალს გამოიტანდნენ, წუწავდნენ ლაზარობის მონაწილეებს, განსაკუთრებით დედოფალი უნდა გაეწუწათ, სწამდათ რომ ამ წესის შესრულებას უთუოდ გაწვიმება მოჰყვებოდა.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.