ხისაგან ნამზადი რამ (ნიჩაბი, კოვზი, ურმის: ხელნა, ღერძი, გოგორის: სოლი, მორგვი თუ სხვა) გათლილი, ჯერ გაუსწორებელი, საბოლოო სახემდე დაუყვანელი. რკინის იარაღი: გამოჭედილი, მაგრამ გაუქლიბავი.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.