ზამთრისათვის საგანგებოდ გამზადებული ყველი. უფრო მეტად ცხვრის ყველისაგან მზადდება. ახალამოყვანილ ნაჭერ ყველსა და გადაზელილი ყველს (ჩეჩილი) ქოთანში ან გუდაში ფენა-ფენად ალაგებენ, ასხამენ ნაღებს, აზავებენ მარილითაც, კარგად დატენავენ. ასე პირამდე ავსებულს თივას დააფენენ და შესანახ ადგილზე ნაცარზე მიამხობენ, რომ სინესტე გამოაშროს. არის მეტად გემრიელი და სურნელოვანი.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.