კარგი ხარისხის (უფრო ცხვრის) ნაჭერ ყველს მდუღარე წყალში ხარშავენ, წელადი გახდება (გაიწელება), თოკის ხვიასავით ამოახვევენ, იყენებენ ტენილის ჩასადებად. მაღალი ხარისხის ყველია, ჯავახეთის სოფლების დიდ ნაწილში ამგვარად დამზადებულ ყველს ეწოდება ჩეჩილი. ზემოთ აღნიშნული პირველი რიგის წესით დამზადებულს კი ძროხის ყველს, ზოგჯერ ძროხის ჩეჩილს უხმობენ. (რძის მოხდა და ზემოაღნიშნული ყველის დამზადება უმეტესად ძროხის რძისგან სწარმოებს).
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.