დახრა, გახეხვა, გაფხეკვა, რაიმე მაგარი საგნის დაწოლით ხელის დაბეჟვა.
დაგალილი//დაგლილი – გახეხილ//დაბეჟილი.
ეს სიტყვა ნახმარი აქვს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს (შემდეგ ჟამთააღმწერელსაც): „მოხედნა უფალმა რისხვითა და შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესეოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი დაიგალნეს“. (ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, გვ. 323.)
- „ცუდი უღელია, ხარ კისერი დააგალა“.
- „ქალამნები მიჭერენ და ფეხები ერთიან დამაგალეს“.
- „მეტიმეტი წყლი ზიდვით ჭაკულისაგან მხრები მაქ დაგლილი“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.